აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

დაბა ოჩხამურის საჯარო სკოლის მშენებლობა და ზედა სამების სკოლის რეაბილიტაცია

21 აგვისტო, 2020

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ჯემალ სურმანიძემ ქობულეთში  სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, დაბა ოჩხამურის დაწყებითი სკოლის მშენებლობა და ზედა სამების სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.

დასასრულს უახლოვდება დაბა ოჩხამურის დაწყებითი სკოლის მშენებლობისა და სოფელ ზედა სამების სკოლის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები. ორივე სკოლა მზად შეხვდება ახალ სასწავლო წელს.

სულ რეგიონში მიმდინარე წელს სამინისტროს მიერ 50 სკოლაში განხორციელდება სხვადასხვა სამუშაოები, მათ შორის, შენდება 10 სკოლა სპორტული და სააქტო დარბაზებით და 2 ცალკე მდგომი სპორტული დარბაზი.

ასევე აღსანიშნავია, რომ სკოლების უმრავლესობაში მიმდინარეობს სველი წერტილების მოწესრიგება, რათა შესაძლებელი იქნას ჯანმრთელობის უსაფრთხოების რეკომენდაციების დაცვა.

ბიუჯეტის კორექტირების დროს დამატებით 1,5 მლნ. ლარით გაიზარდა სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების დაფინანსება.


იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3631123456
3778910111213
3814151617181920
3921222324252627
402829301234
41567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები