კონფერენცია „ეროვნული ლიტერატურა თარგმანში“ გაიხსნა
01 სექტემბერი, 2020
ბათუმის
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა მე-8 საერთაშორისო კონფერენცია
სახელწოდებით „ეროვნული ლიტერატურა თარგმანში“. კონფერენცია
სამი დღის განმავლობაში გრძელდება და მასში მონაწილეობას ღებულობს ასამდე ქართველი და უცხოელი პროფესორ-მასწავლებელი და მკვლევარი.
ეროვნული ლიტერატურის თარგმანის მიზანია, ფართო საზოგადოებას გააცნოს სხვადასხვა ქვეყნის კულტურა და ლიტერატურული ტრადიციები და ამ გზით ხელი შეუწყოს მსოფლიო ლიტერატურის გამდიდრებასა და გამრავალფეროვნებას. კონფერენცია მიზნად ისახავს: ეროვნული ლიტერატურის უცხო ენებზე თარგმნის ისტორიის შესწავლასა და გაანალიზებას; არსებული თარგმანების ორიგინალთან შედარების საფუძველზე ტრადუქტოლოგიური პრობლემების ანალიზსა და მათი გადაჭრის გზების დასახვას.
კონფერენციის მონაწილეები იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:
მსოფლიო
ლიტერატურის
სხვადასხვა
ენაზე
თარგმნის
ისტორია;
ბერძნულ-რომაული და ძველ აღმოსავლური ცივილიზაციები თარგმანში; რა უნდა ვთარგმნოთ ანტიკური ეპოქიდან და რატომ?; ეროვნული ავტორები უცხო ენაზე
და ა.შ.
კონფერენციაზე წარდგენილი მოხსენებები დაიბეჭდება ფრანკოფონიული რეგიონული სადოქტორო კოლეგიის (CODFREURCOR) ჟურნალში Études
interdisciplinaires en Sciences humaines (ინტერდისციპლინური კვლევები ჰუმანიტარულ მეცნიერებებში).
კონფერენცია
დაფინანსებულია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი განათლების
ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში.
იხილეთ გალერეა