აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტი

ქობულეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები ინტენსიურად ხორციელდება

03 სექტემბერი, 2020

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა. 
ვეისალიძეები-ვანაძეები-ქაქუთის მიმართულებით ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. 
პროექტის ფარგლებში 1800 მეტრ მონაკვეთზე მოეწყო ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარი, 1184 გრძ.მეტრი რკინა ბეტონის კიუვეტი, აქედან 1079 გრძ.მეტრი დახურული ცხაურით  და 9 ერთეული ლითონის მილი საერთო სიგრძით 56 გრძ.მეტრი. 
რეაბილიტირებული გზით კომფორტულ გადაადგილებას სოფელში მცხოვრები 45 ოჯახი შეძლებს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3631123456
3778910111213
3814151617181920
3921222324252627
402829301234
41567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-85-19

სოციალური ქსელები