აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

მთიანაჭარაში ევროპული დონის ველობილიკი მოეწყობა

14 სექტემბერი, 2020

მთიანაჭარაში პროფესიონალი და მოყვარული ველოსიპედისტებისთვის ახალი ველობილიკი მოეწყობა. 6 კილომეტრიან ველომარშრუტზე, რომელიც შუახევსა და ქედას ერთმანეთთან დაკავშირებს, მარტივ საველოსიპედე ბილიკთან  ერთად  ე.წ. “Down Hill”–ის,  ექსტრემალური დაშვების ბილიკის ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება.  სათავგადასავლო და სპორტული ტურიზმის განვითარების მიზნით მსგავსი ტიპის ექსტრემალური საველოსიპედე ინფრასტრუქტურა რეგიონში პირველად იქმნება. პროექტის განხორციელებას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ორგანიზაცია CENN-თან ერთად, ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით გეგმავს. საველოსიპედ ბილიკის დაპროექტება და სამშენებლო სამუშაობის შესასყიდად დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი ხვალ გამოცხადდება.

 

ახალ ველომარშრუტზე მოსასვენებელი და რეკრეაციული სივრცეები, ველო და ავტოპარკინგი, წყლის პუნქტები, საპირფარეშოები, ასევე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ველო ბილიკისადმი ადაპტირებული ინვენტარის ინსტალაცია იგეგმება. ველობილიკი ძირითადად ტყის ტერიტორიაზე გაივლი, რომელიც ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა. ბილიკზევე მდებარეობს რეგიონში ერთ-ერთი  გამორჩეული ისტორიული ძეგლი  კავიანის ციხე. მარშრუტი  ასევე,  შეიძენს ეკო-საგანმანათლებლო და სამეცნიერო დატვირთვას. შესაძლებელია მარშრუტის მიმდებარე ტერიტორიებზე განხორციელდეს სამეცნიერო–ტურისტული ექსპედიციები და ლაშქრობები.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4930123456
5078910111213
5114151617181920
5221222324252627
5328293031123
0145678910

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები