აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ქუჩის ხელოვნების ფესტივალი „ნიკო“

21 სექტემბერი, 2020

მიმდინარე წლის 12-19 სექტემბერს ბათუმმა ქუჩის ხელოვნების ფესტივალ „ნიკოს“ უმასპინძლა. იგი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ფესტივალების კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია. 2020 წელს სამინისტროს მიერ 7 ფესტივალი დაფინანსდა, მათ შორისაა „ნიკოც“, რომელიც ბათუმში წელს მეორედ ტარდება.
ქუჩის ხელოვნების მოძრაობა ბოლო წლებში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ყოველწლიურად საქართველოს 5 ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ფოთსა და რუსთავში - ახალგაზრდა არტისტები კედლის მხატვრობის შთამბეჭდავ ნიმუშებს ქმნიან.
პანდემიის მიუხედავად, ქუჩის მხატვრობის ფესტივალი წელსაც წარმატებით ჩატარდა და ბათუმს 4 არტისტის მიერ შესრულებული 4 ახალი მასშტაბური ნამუშევარი დაუტოვა შემდეგ მისამართებზე:
• თამუნზი - ზვიად გამსახურდიას ქ. 1-5
• დავით სამხარაძე - ვახტანგ გორგასლის ქ.21
• მაშოლენდი - გორგილაძის ქ.53
• ნინა ხურცილავა - ლერმონტოვის ქ.21

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
402829301234
41567891011
4212131415161718
4319202122232425
442627282930311
452345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები