აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი

აჭარის მთავრობის სხდომა

30 სექტემბერი, 2020

დღეს აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ შეაჯამა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია რეგიონში. აღნიშნა, ახალი პროტოკოლის ამოქმედების შემდეგ რეგიონში  700-ზე მეტი გამოჯანმრთელებული პაციენტია, რაც იმედის მომცემია.

,,აჭარაში ამოქმედდა როგორც კოვიდ სასტუმროებში მკურნალობის, ასევე ბინაზე მკურნალობის პროტოკოლი. ჯანდაცვის რგოლი სისტემატიურად გადის შესაბამის მომზადებას და ხდება მათი მისადაგება იმ გამოწვევებთან და მზარდ ნაკადებთან, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს. ჩვენთვის მთავარ ამოცანად რჩება კონტროლის შენარჩუნება ეპიდ მართვის თვალსაზრისით, რაც მოგვცეს საშუალება, რომ მინიმალური დანაკარგებით შევძლოთ გამოწვევის დაძლევა“ - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

რეგიონში მოქმედებს 8 კოვიდ მართვის ცენტრი. რეგიონში მობილიზებულია 700 მდე საწოლი,  თავისუფალია 100-ზე მეტი ადგილი. გამოვლინდა 235 ახალი შემთხვევა. ახალი პროტოკოლის თანახმად კოვიდ სასტუმროებიდან და კოვიდ კლინიკებიდან შესაბამისი სამედიცინო შემოწმების შემდეგ გაეწერა 700-ზე მეტი პირი.

ასევე დღეს სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პოზიციაზე გიორგი სურმანიძე წარადგინა. აღნიშნა, რომ ახალი მინისტრი ნოვატორული მიდგომებით კიდევ უფრო გააძლიერებს აჭარაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მთლიანად დარგს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
402829301234
41567891011
4212131415161718
4319202122232425
442627282930311
452345678

ცხელი ხაზი

144

სოციალური ქსელები

ბმულები