აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მთავრობის თავმჯდომარემ ახალი მინისტრი სამინისტროს თანამშრომლებს ოფიციალურად წარუდგინა

30 სექტემბერი, 2020

აჭარის სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრის პირველი სამუშაო დღე უწყებაში. გიორგი სურმანიძე სამინისტროს თანამშრომლებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ოფიციალურად წარუდგინა. შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი სურმანიძის საქმიანობაზე და განათლებაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

რეგიონის მთავრობის თავმჯდომარემ მას პირველი დავალება მისცა. თორნიკე რიჟვაძის თქმით ნარინჯისფერი რთველი ორგანიზებულად უნდა წარიმართოს და არცერთი კილოგრამი მანდარინი არ უნდა დარჩეს ჩასაბარებელი.

,,სოფლის მეურნეობის გაძლიერება რეალურად ეს არის კომპლექსური პროცესი, ერთის მხრივ ის გულისხმობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეფექტურობის გაზრდას, რადგან ის არის ძირითადი ორგანო რომელიც უნდა იყოს სოფლის მეურნეობის პოლიტიკის შემმუშავებელი და ეფექტურად გამტარებელი. მეორეს მხრივ ეს არის აუცილებლად ეფექტურად მომსახურების დანერგვა. ხელშეწყობა კოოპერაციული მეურნეობების განვითარების და მაღალშემოსავლიანი წარმოების, პროდუქციის ხარისხი და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, გადამუშავების სფეროს ხელშეწყობა რეგიონში. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მერგო წილად და მზად ვარ ჩემი რეგიონის სოფლის მეურნეობის განვითარების უმნიშვნელოვანეს საქმეში, ჩემი ენერგია, გამოცდილება და შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვიყენო''- განაცხადა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა გიორგი სურმანიძემ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
402829301234
41567891011
4212131415161718
4319202122232425
442627282930311
452345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 577 59 44 55