აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტი

დეპარტამენტის ფუნქციების აღწერა

21 იანვარი, 2020

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

1. დაგეგმარების, მონიტორინგისა და შრომის უსაფრთხოების სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საავტომობილო გზების რეაბილიტაციის, მოვლა-შენახვის, მოდერნიზაციისა და განვითარების პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა და დადგენილი წესით დამტკიცების შემდეგ მათი რეალიზაციის ხელშეწყობა;
ბ) საავტომობილო გზების რეაბილიტაციის, მოვლა-შენახვის, მოდერნიზაციისა და განვითარების გრძელვადიანი პროგრამების პერსპექტიული და პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავებაში მონაწილეობა და დადგენილი წესით დამტკიცების შემდეგ მათი რეალიზაციის ხელშეწყობა;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა პროგრამების, სტანდარტების, სამშენებლო ნორმებისა და წესების შემუშავებაში მონაწილეობა. საავტომობილო გზების შეკეთების, რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის სამუშაოებზე საპროექტო დავალებების დოკუმენტაციის მომზადება, განხილვა და დასამტკიცებლად დეპარტამენტისათვის წარდგენა;
დ) დამტკიცებული პროგრამებითა და ქვეპროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ მოქმედებებზე მონიტორინგის უზრუნველყოფა;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებზე ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელება;
ვ) დეპარტამენტის მხრიდან საგზაო სამუშაოების წარმოების დროს შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ხოლო სახელმწიფო შესყიდვების მიმდინარეობისას სამუშაოების განმახორციელებელი ორგანიზაციების მხრიდან შრომის უსაფრთხოების წესების დაცვაზე ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელება;
ზ) დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის პერიოდულად ტექნიკური უსაფრთხოების წესების გაცნობა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტში წარდგენილი ოფიციალური კორესპონდენციების, მოქალაქეთა განცხადებების განხილვა;
ი) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.

2. ინფრასტრუქტურის განვითარებისა და პროექტების მართვის სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საავტომობილო გზების რეაბილიტაციის, მოდერნიზაციისა და განვითარების პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა და დადგენილი წესით დამტკიცების შემდეგ მათი რეალიზაციის ხელშეწყობისათვის საშუალოვადიანი და მოკლევადიანი აქტივობების დაგეგმვა, რეალიზაცია და კონტროლი;
ბ) საავტომობილო გზების რეაბილიტაციის, მოდერნიზაციისა და განვითარების გრძელვადიანი პროგრამების პერსპექტიული და პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავებაში მონაწილეობა და დადგენილი წესით დამტკიცების შემდეგ მათი რეალიზაციისათვის მოკლევადიანი და საშუალოვადიანი პრიორიტეტული ღონისძიებების შემუშავება;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა პროგრამების, სტანდარტების, სამშენებლო ნორმებისა და წესების შემუშავებაში მონაწილეობა;
დ) საავტომობილო გზების მოვლა-შენახვის, შეკეთების, რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციის სამუშაოებზე მონიტორინგისა და კონტროლის განხორციელება;
ე) საგანგებო სიტუაციებისა და სტიქიური მოვლენების მოსალოდნელი შედეგების ანალიზი, შეფასება და პროფილაქტიკურ ღონისძიებათა შემუშავებაში მონაწილეობა;
ვ) საავტომობილო გზების სფეროში კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო საქმიანობის ორგანიზების ხელშეწყობა;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებზე ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტში წარდგენილი ოფიციალური კორესპონდენციების, მოქალაქეთა განცხადებების განხილვა;
ი) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.

3. სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესყიდვების წინამოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, შესყიდვის ობიექტის მახასიათებლებისა და სავარაუდო ღირებულების დადგენის ჩათვლით;
ბ) ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების, სატენდერო დოკუმენტაციისა და სხვა მასალების მომზადება;
გ) სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა საქმიანობა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტში შემოსული ოფიციალური კორესპონდენციების, მოქალაქეთა წერილებისა და განცხადებების განხილვა;
ე) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.

4. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საქმისწარმოების ერთიანი წესის შესაბამისად დეპარტამენტში შემოსული ოფიციალური კორესპონდენციების დამუშავება და მოძრაობა;
ბ) დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულების კონტროლის ხელშეწყობა;
გ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, არასამთავრობო და სხვა საზოგა¬დოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის ორგანიზება, სიახლეების გავრცელება, საზოგადოებასთან ურთიერთობის და დეპარტამენტის პიარის განხორციელება;
დ) საქმეთა ნომენკლატურის შემუშავება, საქმეთა შენახვისა და ჩანაწერების ორგანიზება. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ არქივისათვის ჩასაბარებელ საქმეთა ფორმირებისა და გაფორმების სისწორის კოორდინაცია;
ე) ხელმძღვანელობისათვის ხელმოსაწერად წარსადგენი დოკუმენტების გაფორმების სისწორეზე კონტროლის განხორციელება;
ვ) პრეზენტაციების მომზადების უზრუნველყოფა;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტში წარდგენილი ოფიციალური კორესპონ-დენციების, მოქალაქეთა წერილებისა და განცხადებების განხილვა;
თ) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.

5. საფინანსო-საბუღალტრო აღრიცხვის სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) დეპარტამენტის საფინანსო პროგნოზების შემუშავება და მათი რეალიზაციის კოორდინაცია;
ბ) დამტკიცებული საფინანსო გეგმის შესრულების მიმდინარეობის ყოველთვიური და ყოველკვარტალური ანალიზი;
გ) დეპარტამენტის ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება;
დ) დეპარტამენტის კვარტალური და წლიური ხარჯთაღრიცხვის ბალანსის წარმოება;
ე) დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ხელშეწყობა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტში შემოსული ოფიციალური კორესპონდენციების, მოქალაქეთა წერილებისა და განცხადებების განხილვა;
ზ) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.

6. ლოჯისტიკისა და ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური მომსახურება, თანამშრომელთათვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნა, ტექნიკური საშუალებებით მათი დროული უზრუნველყოფა, კომპიუტერული და გადასამრავლებელი ტექნიკის, კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;
ბ) მუნციპალიტეტებში არსებული ყველა მატერიალური რესურსისა და მექანიზმების აღრიცხვის, მოვლა-შენახვისა და გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორცილება;
გ) დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ავტომანქანებისა და მექანიზმების გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად მათი სათადარიგო ნაწილებითა და საპოხი მასალებით უზრუნველყოფა;
დ) დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ქონების აღრიცხვა, ძირითადი საშუალებების, მატერიალური ფასეულობების პერიოდული ინვენტარიზაციის ჩატარება, აუცილებელი კაპიტალური და მიმდინარე სარემონტო სამუშაოების მოცულობის განსაზღვრა და განხორციელების ხელშეწყობა, საჭიროების შემთხვევაში სათანადო დეფექტური აქტების, ხარჯთა ნუსხებისა და პროექტების განხილვა და დასამტკიცებლად მომზადება;
ე) საავტომობილო გზების მოვლა-შენახვის სამუშაოებზე პერსპექტიული და პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავება, დამტკიცების შემდეგ დადგენილი წესით მათი რეალიზაცია და მონიტორინგისა და კონტროლის განხორციელება;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებზე ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელება;
ზ) დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში სათანადო სანიტარიულ-ჰიგიენური რეჟიმის დაცვის კონტროლი;
თ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტში წარდგენილი ოფიციალური კორესპონდენციების, მოქალაქეთა განცხადებების განხილვა;
ი) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.


7. იურიდიული სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) დეპარტამენტის სამართლებრივი მომსახურების უზრუნველყოფა და ძირითადი სამართლებრივი მიმართულებების განსაზღვრა;
ბ) სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, სამართლებრივი ექსპერტიზის (ვიზირების) უზრუნველყოფა;
გ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის მიერ გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება, სამართლებრივი ექსპერტიზის (ვიზირების) უზრუნველყოფა;
დ) დეპარტამენტის ინტერესების დაცვა და წარმომადგენლობა სასამართლოსა და სხვა შესაბამის ორგანოში;
ე) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;
ვ) დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;
ზ) საკანონმდებლო სიახლეების კონტროლი, სხვა სტრუქტურული ერთეულებისათვის სამართლებრივი და მეთოდოლოგიური დახმარების აღმოჩენა;
თ) ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრირების უზრუნველყოფა;
ი) დეპარტამენტში დასაქმებულთა პირადი საქმეების და ტაბელების წარმოება. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა შეფასებისა და არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსების გამართვის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
კ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტში შემოსული ოფიციალური კორესპონდენციების, მოქალაქეთა წერილებისა და განცხადებების განხილვა;
ლ) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.


კალენდარი

<<
<ივლისი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2627282930123
2745678910
2811121314151617
2918192021222324
3025262728293031
311234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-85-19

სოციალური ქსელები