აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

სტაჟირება საზღვარგარეთ

03 იანვარი, 2017




აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2006 წლიდან ახორციელებს უცხოეთში სტაჟირების პროგრამას, რომელსაც საფუძვლად უდევს ევროპის რეგიონთა ასამბლეას ახალგაზრდების გაცვლითი პროგრამა „ევროოდისეა”

პროგრამა „ევროოდისეა” დაარსდა 1985 წელს ევროპის რეგიონთა ასამბლეას (ერა) ეგიდით და გულისხმობს პროგრამის მონაწილე რეგიონებს შორის ახალგაზრდების გაცვლას მათი პროფესიული უნარ-ჩვევების განმტკიცებისა და/ან  პროფესიული გადამზადების მიზნით.

ევროპის 40-მდე რეგიონის სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურებში პროფესიული პრაქტიკის გავლით, პროგრამა ეხმარება ახალგაზრდებს პრაქტიკაში განამტკიცონ მიღებული თეორიული განათლება და რეალურად ეზიარონ თავიანთ პროფესიას. ამ პროცესს თან ახლავს ახალგაზრდების გამდიდრება როგორც ლინგვისტური თვალსაზრისით, ასევე, მრავალკულტურულ გარემოში მუშაობისათვის საჭირო თვისებების შეძენით.

პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვს აჭარის არ ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მცხოვრებ 18-დან 32 წლამდე პირს, რომელსაც გააჩნია  პროფესიულ-ტექნიკური ან უმაღლესი განათლება,   ფლობს ერთ ან რამდენიმე უცხო ენას და აკმაყოფილებს სტაჟირების პირობებს.

რეგიონების მიხედვით სტაჟირების ხანგრძლივობა 3-დან 7 თვემდეა და მთლიანად დაფინანსებულია მიმღები რეგიონის მიერ. ამ მიზნით, ახალგაზრდებს ყოველთვიურად ერიცხებათ სტიპენდია  700-800 ევროს ოდენობით კვებისა და აკომოდაციის ხარჯების დასაფარავად. სტაჟირება იწყება უცხო ენის 4 -კვირიანი ინტენსიური კურსით, რომლის ღირებულებასაც ასევე  ფარავს მასპინძელი რეგიონი. სპეციალური კულტურული პროგრამა აცნობს  სტაჟიორს რეგიონის კულტურულ მემკვიდრეობას და უადვილებს  მას ახალ გარემოში ადაპტაციას. 

სტაჟიორის დაზღვევის თანადამფინანსებელია ევროპის რეგიონთა ასამბლეა, ხოლო გზავრობისა და ვიზის  ხარჯებს იღებს თავად სტაჟიორი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სტაჟიორს ერთჯერადი სტიპენდიის სახით ურიცხავს 950 ლარს.

სტაჟიორი მუდმივი ყურადღების ცენტრშია როგორც ადგილობრივი, ასევე მიმღები რეგიონის კოორდინატორის მხრიდან, რომელიც ეხმარება მას იმ საკითხების მოგვარებაში რომელიც, შესაძლოა, სტაჟირების პროცესში წარმოიქმნას, ასევე თვალყურს ადევნებს სტაჟიორის ევოლუციას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის ინფორმაციას აწვდის წარმდგენი რეგიონის კოორდინატორს.

სტაჟირების დამთავრების შემდეგ, პრაქტიკანტი ვალდებულია მასპინძელ რეგიონს წარუდგინოს მოხსენებითი წერილი, რომელშიც მიმოიხილავს სტაჟირების პერიოდს და აფასებს მიღებულ გამოცდილებას. ამ წერილის საფუძველზე სტაჟიორი ღებულობს შესაბამის სტაჟირების სერტიფიკატს.  

პროგრამაში მონაწილეობის პროცედურა შემდეგია: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული უცხოეთში გასაგზავნ სტაჟიორთა შესარჩევი კომისიის მიერ გამოვლენილი კანდიდატის სააპლიკაციო განაცხადი  მიეწოდება  სტაჟიორის მიმღებ რეგიონს. სტაჟიორის შერჩევასთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილებას ღებულოს მიმღები რეგიონის კოორდინატორი, აპლიკანტთან  სატელეფონო გასაუბრების საფუძველზე. 


კონკურსისათვის წარმოსადგენი  საბუთები

სტაჟირების პროგრამის განაცხადის ფორმა

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: www.eurodyssee.eu




საკონტაქტო ინფორმაცია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ბათუმი, ლადო გუდიაშვილის ქ. N4

საკონტაქტო პირი – ნინო ბერაძე

მობ: 422 24 53 78; 593-30-42-64 

ელ–ფოსტა: beradzen@europe.com

კალენდარი

<<
<ივნისი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
222930311234
23567891011
2412131415161718
2519202122232425
26262728293012
273456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები