საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ აკრედიტირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში მუდმივად ან ხელშეკრულებით მომუშავე მეცნიერებს და ასევე, იმ მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს, რომლებიც სამინისტროში განაცხადის წარდგენის პერიოდში სწავლობენ ზემოაღნიშნული იურიდიული სტატუსის მქონე ორგანიზაციებში.
დახმარება გაიცემა შემდეგი სახის საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად: კონფერენცია, კონგრესი, ფორუმი, სიმპოზიუმი, სემინარი. უპირატესობა მიენიჭებათ იმ განმცხადებლებს, რომლებიც მონაწილეობენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, შვეიცარიასა და ნორვეგიაში გამართულ საერთაშორისო ღონისძიებებში.
ქვეპროგრამის მონაწილე საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობის ხარჯების დაფარვის მიზნით სამინისტროდან მიიღებს ფინანსურ დახმარებას არაუმეტეს 3000 ლარის ოდენობით.
ქვეპროგრამის ბენეფიციარებს გამოავლენს სპეციალურად შექმნილი კომისია ღია კონკურსის საფუძველზე.
სამინისტროში საბუთების მიღება იწარმოებს 2019 წლის 21 იანვრიდან 5 აპრილის ჩათვლით.