სტუდენტთა დახმარება
09 თებერვალი, 2021
პროგრამის მიზანი
სტუდენტთა დახმარების პროგრამის მიზანია უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა.
პროგრამის სტატისტიკა:
პროგრამას სამინისტრო ახორციელებს 2012 წლიდან:
2012
წელს დაფინანსდა 272 სტუდენტი -გაიხარჯა 249125 ლარი;
2013 წელს დაფინანსდა 685 სტუდენტი -გაიხარჯა 663962.50 ლარი;
2014 წელს დაფინანსდა 787 სტუდენტი -გაიხარჯა 771345 ლარი;
2015 წელს დაფინანსდა 920 სტუდენტი -გაიხარჯა 923349.77 ლარი;
2016 წელს დაფინანსდა 903 სტუდენტი -გაიხარჯა
919358,84 ლარი;
2017 წელს დაფინანსდა 789 სტუდენტი -გაიხარჯა 819875
ლარი;
2018 წელს დაფინანსდა 899 სტუდენტი -გაიხარჯა 962181.75 ლარი;
2019 წელს დაფინანსდა 891 სტუდენტი-გაიხარჯა 950422.03 ლარი.
2020
წელს დაფინანსდა 927 სტუდენტი - გაიხარჯა 755764 ლარი.
სულ
სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში 2012-2020 წლებში დაფინანსდა 7073 სტუდენტი და გაიხარჯა 7015383,89 ლარი.
2021
წელს პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია 900 სტუდენტის დაფინანსება, ბიუჯეტი
შეადგენს 1000000 ლარს.
პროგრამის
აღწერილობა:
2021 წელს პროგრამის
ფარგლებში
დაფინანსება
გაუგრძელდება
2015, 2016, 2017, 2018,
2019 და 2020 წლებში სტუდენტთა დახმარების
პროგრამის
ფარგლებში
დაფინანსებულ
ბენეფიციარებს,
რომლებიც
გადალახავენ
პროგრამით
გათვალისწინებულ
ბარიერს
(სემესტრში საშუალო
აკადემიური
მოსწრება
-71%) და 2020-2021 სასწავლო
წლის
შემოდგომისა
და გაზაფხულის სემესტრში
გავლილ საგნებში არ
ექნებათ
F შეფასება.
პროგრამის ფარგლებში
დაფინანსებას
მიიღებენ
ის
სტუდენტებიც,
რომლებმაც
2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის
სემესტრში
მოიპოვეს
დაფინანსების
უფლება,
მაგრამ
ალტერნატიული
დაფინანსება
მიიღეს
2020 წლის 4 მაისის საქართველოს
მთავრობის
№286 დადგენილება “ახალი კორონავირუსით
(SARS-COV-2)
გამოწვეული
ინფექციის
(COVID
19) შედეგად მიყენებული ზიანის
შემსუბუქების
მიზნობრივი
სახელმწიფო
პროგრამის
დამტკიცების
შესახებ“
დანართი
N3 „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
სოციალურად
დაუცველი
სტუდენტების
სწავლის
საფასურის
დასაფინანსებლად
სოციალური
დახმარებით
უზრუნველყოფის
წესი
და
პირობები“
ფარგლებში.
2021 წელს ახალი სტუდენტების დასაფინანსებლად კონკურსი ორ ეტაპად გაიმართება.
კონკურსის პირველ ეტაპზე - პროგრამის ფარგლებში,
დაფინანსების
მოპოვება
შეუძლიათ პირველი კურსის სტუდენტებს, რომლებიც
სწავლობენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე.
კონკურსის მეორე ეტაპზე - პროგრამის ფარგლებში,
დაფინანსების
მოპოვება
შეუძლიათ პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე კურსის სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე.
სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში
არ ხდება სტუდენტის
სწავლის საფასურის დავალიანების დაფარვა.
სტუდენტთა კატეგორიები
სტუდენტთა დახმარების პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსება გაიცემა სტუდენტებზე, რომლებიც სწავლობენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე, ბოლო სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრება ტოლია, ან მეტი 71%-სა და განეკუთვნება ერთ-ერთ კატეგორიას:
- სტუდენტები, რომლებიც არიან მაღალმთიანი აჭარიდან (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი
მიიღეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ქედა, შუახევი, ხულო, ასევე ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების საქართველოს მთავრობის N671 დადგენილებით განსაზღვრულ სოფლებში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში);
- სტუდენტები, რომლებიც არიან ობოლი დედით, მამით, ან უდედმამო (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მინიმუმ სამი სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში);
- სტუდენტები, რომლებიც არიან მრავალშვილიანი ოჯახის ოთხი და მეტი შვილით წევრები
(ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მინიმუმ სამი სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში);
- სტუდენტები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა
ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია 100 000-ზე (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მინიმუმ სამი სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში);
- სტუდენტები, რომლებიც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად
გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მინიმუმ სამი სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში);
- სტუდენტები, რომლებსაც, ან რომელთა მშობლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს მარტოხელა
მშობლის (მარტოხელა დედის ან მარტოხელა მამის) სტატუსი (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მინიმუმ სამი სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში).
დაინტერესებულ პირებს განცხადებისა და კატეგორიის შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა შეუძლიათ
ელექტრუნული ან
მატერიალური ფორმით.
- ელექტრონული
რეგისტრაციისთვის იხილეთ ბმული - https://bit.ly/2YPkDnv.
- მატერიალური
რეგისტრაციისთვის მიმართეთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის
სამინისტროს. მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილის ქ. N4.
პირველი ეტაპი: 2021 წლის 11 თებერვლიდან 19 მარტის ჩათვლით (18:00 საათამდე).
მეორე ეტაპი: 2021 წლის 2 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილის ქუჩა №4.
ტელ: 577 52 03 14 - მარინა პაქსაძე
ელ-ფოსტა: st.dakhmareba@gmail.com
Facebook: განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო