აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

პროგრამა - კულტურის პოპულარიზაცია და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობა

24 იანვარი, 2020

პროგრამა - კულტურის პოპულარიზაცია და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობა

პროგრამის მიზანი: აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კულტურის პროექტების განხორციელების, კულტურისა და ხელოვნების სფეროს ხელმისაწვდომობის, შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობა და კულტურის პოპულარიზაცია;

პროგრამის ფარგლებში განხორციელდება აქტივობები შემდეგი მიმართულებებით:

1. კულტურის ღონისძიებების ორგანიზება: რაც ითვალისწინებს ფესტივალების, კონცერტების, წარმოდგენების, გამოფენების, სახელოვნებო პროექტებისა  და კულტურის სხვა ღონისძიებების ორგანიზებას/ორგანიზების ხელშეწყობას, ასევე  კულტურის სფეროს ღვაწლმოსილ, დამსახურებულ მუშაკებთან შეხვედრას;

2. კულტურის თანამედროვე მიმართულებების  განვითარების ხელშეწყობა: რაც ითვალისწინებს თავისუფალი პროექტების  მხარდაჭერას; სახვითი, გამოყენებითი, მულტიმედიური ხელოვნების ხელშეწყობას;

 

ქვეპროგრამა - კულტურის ღონისძიებების ორგანიზება

ქვეპროგრამის მიზანი: აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კულტურის და ხელოვნების სფეროს ხელმისაწვდომობის გაზრდა, კულტურის ღონისძიებების, სახელოვნებო პროექტებისა და კულტურის სფეროს სხვა აქტივობების განხორციელების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია, რეგიონის კულტურული ცხოვრების გამარავალფეროვნება.

ქვეპროგრამის ფარგლებში ხელი შეეწყობა რეგიონში კულტურის ღონისძიებების, სახელოვნებო პროექტების განხორციელებას, შედგება შეხვედრა კულტურის სფეროს დამსახურებულ, ღვაწლმოსილ მუშაკებთან.

პროგრამის აღწერა:

1. ხელოვნებისა და კულტურის ღონისძიებების ორგანიზება:  ითვალისწინებს საერთაშორისო, რეგიონალური და ადგილობრივი ფესტივალების, კონცერტების, გამოფენების, გასტროლების, სახელოვნებო პროექტების, თეატრალური წარმოდგენებისა და კულტურის სხვა ღონისძიებების   ორგანიზებას/ორგანიზების ხელშეწყობას.

- დაფინანსების ფორმა (გრანტი, დაფინანსება/თანადაფინანსება, სახელმწიფო შესყიდვები), საკონკურსო პირობები და შეფასების კრიტერიუმები განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით. 

2. კულტურის სფეროს დამსახურებულ, ღვაწლმოსილ მუშაკებთან შეხვედრა:  ითვალისწინებს იუბილარ, ღვაწლმოსილ კულტურის მუშაკებთან შეხვედრას, მადლობის სიგელებისა  და ერთჯერადი ფულადი ჯილდოების გაცემას.

ქვეპროგრამა: კულტურის თანამედროვე მიმართულებების  განვითარების ხელშეწყობა

ქვეპროგრამის მიზანი: ხელოვნების თანამედროვე მიმართულებების განვითარების, შემოქმედთა ახალი იდეების მხარდაჭერა;  ხელოვნებისა და კულტურის სფეროში ინოვაციური, კრეატიული პროექტების განხორციელების ხელშეწყობა;

ხელოვნებისა და კულტურის პროექტების მეშვეობით საზოგადოებაში სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრება და კულტურის ღონისძიებებში საზოგადოების ჩართულობის ახალი შესაზლებლობების შექმნა;

პროგრამის აღწერა:

1. თავისუფალი პროექტების  მხარდაჭერა: ითვალისწინებს ხელოვნების ახალი მიმართულებების, შემოქმედთა ახალი იდეების მხარდაჭერას; ხელოვნებისა და კულტურის სფეროში ინოვაციური, კრეატიული პროექტების განხორციელების ხელშეწყობას; აქტუალური საკითხების კულტურისა და ხელოვნების გზით წარმოჩენას და საზოგადოებისთვის გაცნობას, ინკლუზიური ჯგუფებისთვის ხელოვნების ხელმისაწვდომობის გაზრდას.

გრანტის წესით დაფინანსდება  ღია საგრანტო  კონკურსის საფუძველზე გამოვლენილი გამარჯვებული პროექტები. საგრანტო კონკურსის  პირობები,  დაფინანსების ოდენობა და შეფასების კრიტერიუმები   განისაზღვრება  აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით. 

2. სახვითი, გამოყენებითი და მულტიმედიური ხელოვნების ხელშეწყობა: ითვალისწინებს  ბეჭდვითი,  აუდიო-ვიზუალური მასალების მომზადება/გამოცემას, ასევე სახვითი, გამოყენებითი, მულტიმედიური ხელოვნების მხარდამჭერი სხვა აქტივობების განხორციელებას.


დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს

კულტურის დეპარტამენტს - 0422 24 53 82

მისამართი: ბათუმი, გუდიაშვილის ქუჩა №4   





კალენდარი

<<
<იანვარი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
01303112345
026789101112
0313141516171819
0420212223242526
05272829303112
063456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები