პროგრამა - ,,ფოლკლორის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა“
17 თებერვალი, 2022
პროგრამის
მიზანი: არამატერიალური კულტურული
მემკვიდრეობის დაცვა, მისი სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფა, მათ შორის
შენარჩუნება და პოპულარიზაცია, უმთავრესად არაფორმალური განათლების მეშვეობით.
პროგრამის
ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები:
აჭარის
რეგიონში სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა: ოლიმპიადის მიზანია ტრადიციული ხელოვნების, ქართული ხალხური სიმღერისა
და ცეკვის წარმოჩენა და პოპულარიზაცია ახალგაზრდა თაობაში, ნიჭიერი შემსრულებლების
გამოვლენა და მონაწილეთა შორის შემოქმედებით სიახლეთა გაზიარება.
ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება აქვთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო
სკოლების, კულტურის ცენტრებისა და სახელოვნებო სკოლების სიმღერისა და ცეკვის
ბავშვთა ფოლკლორულ ანსამბლებს, ინდივიდუალურ შემსრულებლებს.
ოლიმპიადის
პირობები და შეფასების კრიტერიუმები განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით. ოლიმპიადის შედეგების
საფუძველზე გამოვლენილ, მესამე საპრიზო ადგილების მფლობელ, ასევე, ნომინაციებში
გამარჯვებულ ანსამბლებსა და შემსრულებლებს გადაეცემათ ფულადი ჯილდო.
2. ოლიმპიადაში
გამარჯვებული ანსამბლების სასცენო სამოსით და აქსესუარებით უზრუნველყოფა: აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ფუნქციონირებს
ფოლკლორული ანსამბლები, რომელთა დიდი ნაწილი საჭიროებს სასცენო
სამოსისა და აქსესუარების განახლებას. ყოველწლიურად აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით
ტარდება სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების
ოლიმპიადა. ოლიმპიადის შედეგად გამარჯვებულად გამოვლენილ, გრან-პრისა და პირველი
და მეორე საპრიზო ადგილების მფლობელ ანსამბლებს, პროგრამის ფარგლებში საჭიროებების
შესაბამისად გადაეცემათ სასცენო სამოსი და აქსესუარები;
3. სასცენო
სამოსით და აქსესუარებით და მუსიკალური ინსტრუმენტებით უზრუნველყოფა: ავთენტური ქართული ნაციონალური სამოსის ტრადიციების
შენარჩუნებისა და ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების ესთეტიკის უკეთ წარმოჩენის და პოპულარიზაციის მიზნით,
სასცენო სამოსი და აქსესუარები, ასევე მუსიკალური ინსტრუმენტები ანსამბლების ინდივიდუალური
საჭიროებების შესაბამისად, მუნიციპალიტეტების
კულტურის ცენტრების მოთხოვნის საფუძველზე გადაეცემათ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტების კულტურის
ცენტრებთან არსებულ და/ან სხვა ფოლკლორულ ანსამბლებს.
4. აჭარის რეგიონში საოჯახო ანსამბლების კონკურსის
ორგანიზება და ხელშეწყობა: კონკურსის მიზანია ტრადიციული ხელოვნების, ქართული ხალხური სიმღერისა და
ცეკვის პოპულარიზაცია, ნიჭიერი შემსრულებლების
გამოვლენა და საზოგადოებისთვის მათი შემოქმედების გაცნობა-პოპულარიზაცია და წახალისება. გამარჯვებილს საოჯახო ანსამბლებს
გადაეცემათ ფულადი ჯილდო.
კონკურსის
პირობები, შეფასების კრიტერიუმები და ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების,
კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით.
2021
და 2022 წელს, საოჯახო ანსამბლების კონკურსში გამარჯვებულ ანსამბლებს პროგრამის ფარგლებში საჭიროებების შესაბამისად დაგაეცემა
სასცენო სამოსი (აქსესუარები), მუსიკალური ინსტრუმენტები და სხვა;
5.
ტრადიციული რეწვის განვთარების და პოპულარიზაციის
ხელშეწყობა: განხორციელდება ტრადიციული რეწვის ოსტატების პროდუქციის განვითარების/პოპულარიზაციის
ხელშემწყობი ღონისძიებები.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს
კულტურის დეპარტამენტს -
0422 24 53 82
მისამართი: ბათუმი, გუდიაშვილის ქუჩა №4
იხილეთ გალერეა