მიზანი: აჭარის რეგიონში მოღვაწე კულტურის სფეროს წარმომადგენელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა; ხელოვანთა შემოქმედებითი ზრდის ხელშეწყობა; კულტურის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობა; კულტურის სფეროს წარმომადგენელთა კულტურის მენეჯმენტის მიმართულებით გადამზადების ხელშეწყობა; შემოქმედებითი პროცესების გააქტიურება.
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება აქტივობები შემდეგი მიმართულებებით:
1.საქართველოს და საერთაშორისო ფესტივალებში, კონკურსებში, გამოფენებში და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის ხელშეწყობა - ითვალისწინებს წლის განმავლობაში აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მოქმედი სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლების, როგორც ფიზიკური პირის და ფიზიკურ პირთა ერთობლიობის, ისე იურიდიული პირების მონაწილეობის ხელშეწყობას საქართველოს და საერთაშორისო ფესტივალებში, კონკურსებში, გამოფენებში და სხვა ღონისძიებებში, კულტურის სფეროს წარმომადგენელთა გადამზადებას კულტურის მენეჯმენტის მიმართულებით, რაც მნიშვნელოვანია, როგორც ხელოვანთა შემოქმედებითი განვითარების, ასევე, კულტურის პროექტების სწორად დაგეგმვა/მართვისა და კულტურის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების მხრივ. აღნიშნული პუნქტის ფარგლებში ღია კონკურსის საფუძველზე გამოვლენილი გამარჯვებულები დაფინანსდება საგრანტო წესით. გამარჯვებულებს გამოავლენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საგრანტო კომისია. თითოეულ გამარჯვებულზე თანხა გაიცემა არაუმეტეს 10 000 ლარის ოდენობით. შესაძლებელია დაფინანსდეს რეგისტრაციის, ტრანსპორტირების, განთავსების, კვების და პოლიგრაფიული მომსახურების ხარჯი. აღსანიშნავია, რომ საკონკურსო პირობები და შეფასების კრიტერიუმები, ისევე, როგორც არასაკონკურსო თანხის ფარგლებში განმცხადებლების დაფინანსების საკითხი და დაფინანსების ოდენობა, განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით.
პირობები, განაცხადის ფორმა და ანგარიშგების ფორმა