აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამმართველო

აჭარის ნიადაგები

26 თებერვალი, 2014

აჭარის ნიადაგური საფარი განსაკუთრებული ნაირგვარობით ხასიათდება. მისი ანალოგი თითქმის არ გვხვდება საქართველოს სხვა რეგიონებში. ზღვისპირა რაიონებში ფართოდ არის გავრცელებული ტიპიური წითელმიწები.
იგი წარმოადგენს სუბტროპიკული კულტურების (ჩაი, ციტრუსი, ტუნგო, დაფნა და სხვა) განვითარების საუკეთესო გარემოს საფუძველს.სიმაღლის მიხედვით წითელმიწები გადადის ყვითელ-ყომრალ ნიადაგებში, შემდეგ კი ტყის ყომრალ ნიადაგებში, რომელიც შედარებით ფართოდაა გავრცელებული. ყომრალი ნიადაგები წიფლის ტყეების ქვეშ ხასიათდება ტიპიური თვისებებით. წიფნარ-მუქწიწვოვან და მუქწიწვოვან ტყეების ნიადაგებში შეიმცნევა გაეწრების ნიშნები.
მაღალმთიანეთში გავრცელებულია მთა-ტყე-მდელოსა და მთა-მდელოს ნიადაგები. ხოლო შქერის ქვეშ და დადაბლებული რელიეფის პირობებში გვხვდება კორდიან-ტორფიანი ნიადაგები.
კახაბრისა და ქობულეთის დაბლობებზე გავრცელებულია ალუვიალური ნიადაგები, დადაბლებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით ისპანის ჭაობში (ქობულეთი) გავცელებულია ტორფიან ჭაობიანი და ლამიან ჭაობიანი ნიადაგები.

 

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3528293031123
3645678910
3711121314151617
3818192021222324
392526272829301
402345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-35-90

სოციალური ქსელები