აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამმართველო

ტყე

26 თებერვალი, 2014

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ტერიტორია ტყიანობის მაღალი მაჩვენებლით და ტყეების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ტყეებს უკავიათ მთლიანი ფართობის 65%.  აქ შეხვდებით როგორც სუბალპურ, ასევე კოლხურ შერეულ ფოთლოვან ტყეებს, რომლებიც ძირითადად წარმოდგენილია მუხნარებით, წიფლნარებით, წაბლნარებით, სოჭნარებით, ნაძვნარებითა და ფიჭვნარებით.  
სულ ტყის ფონდი შეადგენს 191 603,7 ჰექტარს. მათ შორის  სახელმწიფო  ნაკრძალი –  13.693   ჰ,  ეროვნული პარკი – 15 807,1 ჰა, მწვანე ზონის ტყეები  – 6 668,1ჰა,   სასმელი წყლის წყალშემკრები   აუზის ზონის ტყეები  – 1 990,9 ჰა,  დასახლებული პუნქტების                მიმდებარე დაცვითი ტყის უბნები – 12 421,9  ჰა,   სუბალპური ტყეები   –  7 084,1  ჰა, წყლის ობიექტების ნაპირდამცავი   ზოლები  – 5 869, 0  ჰა,   ნიადაგდაცვითი და     წყალმარეგულირებელი   ტყეები  –   128 069,6  ჰა.      აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტყიანობის მაჩვენებელი გამორჩეულად მაღალია მთლიანად საქართველოს  (39,1%), მეზობელი  თურქეთის (11%) და მთლიანად მსოფლიოს (27%) შესაბამის მაჩვენებლებთან.  
ტყის ვერტიკალურ სარტყლებად განაწილების მიხედვით პირველი სარტყელი უჭირავს ტენიან სუბტრობიკებს (ზღვის დონიდან 350 მეტრამდე), მეორე სარტყელი  -  შერეულ, განიერფოთლოვან კოლხური ტიპის ტყეებს (ზ.დ 350-900 მ-მდე),  მესამე სარტყელი  -  წიფლნარ ტყეებს (ზ.დ. 900-1500 მ-მდე) , მეოთხე სარტყელი  -  სოჭნარ-ნაძვნარ ტყეებს (ზ.დ.900-1500 მ-მდე), მეხუთე სარტყელი  -  სუბალპურ ტყეებს  (ზ.დ. 1800-2300 მ-მდე)  
ტყის მასივების ყველაზე მეტი წილი მოდის ზ.დონიდან 1000-2000 მ-ის ფარგლებში და შეადგენს 61 %.  ტყით დაფარული ფართობების ნახევარზე მეტი, 55,9% მოდის 31 გრადუსის და მეტი დაქანების ფერდობებზე, რაც მიუთითებს სოფლის მოსახლეობის დიდი სიმჭიდროვისა და მცირე მიწიანობის პირობებში, ტყეების უდიდეს ნიადაგდაცვით და წყალმარეგულირებელ დანიშნულებაზე. 


   


ლელვანის ტყე (შუახევის მუნიციპალიტეტი)

თიკერის ტყე (ქობულეთის მუნიციპალიტეტი)

წაბლნარი

ნაძვნარი

 

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
442627282930311
452345678
469101112131415
4716171819202122
4823242526272829
4930123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-35-90

სოციალური ქსელები