აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების კომისია

კომისიის არსი და საქმიანობის მიზანი

11 მარტი, 2014

კომისია უზრუნველყოფს:
ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მხარჯავი დაწესებულებების მიერ რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების და ქვეპროგრამების განხორციელებაზე მონიტორინგისა და დაწესებულებების პრიორიტეტების და პროგრამების შემუშავების და განახლების პროცესის კოორდინაციას;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მხარჯავი დაწესებულებების მიერ განხორციელებული პროგრამების გასული წლის შედეგების და მიმდინარე წლის მიმდინარეობის თაობაზე მომზადებული ანგარიშების განხილვას;
გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მხარჯავი დაწესებულებების მიერ მომზადებული ანგარიშების საჯაროობას და კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას;
დ) მხარჯავი დაწესებულებების მიერ პროგრამების შესრულებაზე შედგენილი ანგარიშების გათვალისწინებით წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებას და წარდგენას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის;
ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მხარჯავი დაწესებულებების მიერ  განვითარების სტრატეგიებისა და სამოქმედო პროგრამების განახლების პროცესის კოორდინირება;
ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მხარჯავი დაწესებულებების მიერ  განვითარების განსახორციელებელი პროგრამების  მონიტორინგის გეგმის შედგენის პროცესის კოორდინაცია;

კომისია საქმიანობას წარმართავს სხდომების მეშვეობით. სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით ან საბჭოს წევრის წერილობითი მოთხოვ¬ნის საფუძველზე. საბჭოს სხდომები იმართება არანაკლებ ოთხჯერ  წელიწა¬დში:




 

პრიორიტეტების კომისია შეიძლება შეიკრიბოს რიგგარეშედ და იმსჯელოს მთავრობის ან სამინისტროს/საქვეუწყებო დაწესებულების მიერ საბიუჯეტო წლის განმავლობაში ინიცირებულ ახალ პროგრამებზე ან არსებული პროგრამების მოდიფიკაციაზე. პრიორიტეტების კომისია საკუთარ დასკვნას/რეკომენდაციას ახალ ინიცირებულ პროგრამაზე წარუდგენს მთავრობას.

კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილებები, თუ მის სხდომებს ესწრება წევრთა არანაკლებ ორი მესამედი. საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით. 


კალენდარი

<<
<აგვისტო 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3131123456
3278910111213
3314151617181920
3421222324252627
3528293031123
3645678910

სოციალური ქსელები