აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარის ტურიზმის რეგიონალური მრჩეველთა საბჭო

24 მარტი, 2014

აჭარის ა. რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინიციატივით 2013 წლის აპრილის თვეში შეიქმნა "აჭარის ტურიზმის რეგიონალური მრჩეველთა საბჭო". მასში გაერთიანებულია აჭარის ტურიზმის ინდუსტრიის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები, სულ 16 წევრი.

საკონსულტაციო საბჭოში მდივნის მოვალეობას ასრულებს აჭარის ა. რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და უზრუნველყოფს საკონსულტაციო საბჭოს მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას.

საბჭო იკრიბება ორ თვეში ერთხელ. საბჭოს ყოველ კრებაზე განსახილველი თემიდან გამომდინარე მრჩეველის სახით იწვევენ საკითხის სპეციალისტს.

საკონსულტაციო საბჭო არის დამოუკიდებელი, არასამეწარმეო ჯგუფი, რომელიც მუშაობს რეგიონის ტურიზმის სფეროში არსებულ პრობლემებზე, განიხილავს მათი გამოსწორების ალტერნატიულ გზებს, შეიმუშავებს რეკომენდაციებს. საბჭოს მუშაობა დაფუძნებულია საზოგადოებრივ-სამოქალაქო შეგნებაზე.

საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების განხორციელებას უზრუნველყოფს აჭარის ა. რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.


საბჭოს თავმჯდომარე: მელორ მშვიდობაძე
მობ: 597 58 42 32; 599 58 42 32
ელ-ფოსტა: melor.mshvidobadze@gmail.com

აჭარის ტურიზმის რეგიონალური მრჩეველთა საბჭოს წევრები იხილეთ აქ.


კალენდარი

<<
<მარტი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
09272812345
106789101112
1113141516171819
1220212223242526
13272829303112
143456789

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები