აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

უცხოეთში სტაჟირება

06 თებერვალი, 2023

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2006 წლიდან ახორციელებს უცხოეთში სტაჟირების პროგრამას, რომელსაც საფუძვლად უდევს ევროპის რეგიონთა ასამბლეის ახალგაზრდების გაცვლითი პროგრამაევროოდისეა

პროგრამაევროოდისეადაარსდა 1985 წელს, ევროპის რეგიონთა ასამბლეის (ერა) ეგიდით და გულისხმობს პროგრამის მონაწილე რეგიონებს შორის ახალგაზრდების გაცვლას, მათი პროფესიული უნარ-ჩვევების განმტკიცების მიზნით.

პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვ აჭარის ვტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მცხოვრებ 18-35 წლის ასაკის საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც გააჩნია პროფესიულ ან უმაღლესი განათლება, ფლობს უცხო ენა/ენებს და აკმაყოფილებს სტაჟირების პირობებს.

რეგიონების მიხედვით სტაჟირების ხანგრძლივობა 3-დან 7 თვემდეა და სრულად ფინანსდება მიმღები რეგიონის მიერ. ამ მიზნით, ახალგაზრდებს ყოველთვიურად ერიცხებათ სტიპენდია 700-1200 ევროს ოდენობით კვებისა და აკომოდაციის ხარჯების დასაფარავად. სტაჟირება იწყება უცხო ენის 4 - კვირიანი ინტენსიური კურსით, რომლის ღირებულებასაც ასევე ფარავს მასპინძელი რეგიონი. სპეციალური კულტურული პროგრამა აცნობს სტაჟიორს რეგიონის კულტურულ მემკვიდრეობას და უადვილებს მას ახალ გარემოში ადაპტაციას.

სტაჟიორის დაზღვევის თანადამფინანსებელია ევროპის რეგიონთა ასამბლეა. გზავრობისა და ვიზის ხარჯებს იღებს თავად სტაჟიორი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სტაჟიორს ერთჯერადი გასაცემლის სახით ურიცხავს 2000 ლარს.

სტაჟირების დასრულების შემდეგ, პრაქტიკანტი ვალდებულია მასპინძელ რეგიონს წარუდგინოს მოხსენებითი წერილი, რომელშიც მიმოიხილავს სტაჟირების პერიოდს და აფასებს მიღებულ გამოცდილებას. ამ წერილის საფუძველზე სტაჟიორი ღებულობს სტაჟირების დამადასტურებელ დოკუმენტს.

უხოეთში გასაგზავნ სტაჟიორთა შერჩევა ხდება კონკურსის წესით. კონკურსის პირველ ეტაპს ატარებს სამინისტრო. პირველ ეტაპზე გამარჯვებულ მონაწილეს უფლება ეძლევა ევროოდისეას ვებ-გვერდის მეშვეობით აპლიკაცია შეავსოს და გაუგზავნოს მიმღებ რეგიონებს. სტაჟიორის შერჩევასთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილებას ღებულო მიმღები რეგიონის კოორდინატორი (კონკურსის მეორე ეტაპი) აპლიკანტთან სატელეფონო გასაუბრების საფუძველზე.


სამინისტროში განაცხადების მიღება იწარმოებს 2023 წლის 10 თებერვლიდან 2023 წლის 15 დეკემბრამდე.


დებულება წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი, განაცხადის ფორმა, შეფასების ფორმა.


საკონტაქტო პირი:


ნინო ბერაძე - პროგრამის კოორდინატორი

მისამართი: ქ.ბათუმი, ლ.გუდიაშვილის ქ.4

ტელ: 593 304 264

ელ.ფოსტა:beradzen@europe.com

www.eurodyssey.aer.eu

 

 

 


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
392526272829301
402345678
419101112131415
4216171819202122
4323242526272829
44303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები