პროფესიული განათლების ხელშეწყობა
24 იანვარი, 2020
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში აცხადებს საგრანტო კონკურსს.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს პირს, რომელიც ასწავლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ საჯარო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
დაფინანსება გაიცემა გრანტის სახით ერთ პირზე არაუმეტეს 5000 ლარის ოდენობით.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება
კვალიფიკაციის ამაღლება/სტაჟირება, ან მონაწილეობის მიღება შემდეგი სახის საერთაშორისო ღონისძიებებში: კონფერენცია, კონგრესი, ფორუმი, სიმპოზიუმი, სემინარი, ტრენინგი ევროკავშირის
წევრ ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, შვეიცარიასა და ნორვეგიაში.
პროგრამის ფარგლებში შეიძლება დაფინანსდეს შემდეგი ტიპის ხარჯები:
- ტრანსპორტის
- ვიზის
- ცხოვრების ხარჯები
- სამედიცინო დაზღვევა და ა.შ.
დაინტერესებულმა პირებმა კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადება უნდა წარმოადგინონ სამინისტროში 2020 წლის 27 იანვრიდან 30 აპრილის ჩათვლით.
ქვეპროგრამის დებულება
საკონკურსო განაცხადის ფორმა
სარეკომენდაციო წერილის ფორმა
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილის ქუჩა №4.
ტელ: 577 30 41 51 - მაკა ჯაიანი
ელ-ფოსტა: jaianimaka3@gmail.com
Facebook: განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო