აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

მეორე საერთაშორისო კონფერენცია „ბავშვთა უფლებების საკითხების ჩართვა საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებსა და კურიკულუმებში“

23 ივნისი, 2021

გაეროს ბავშვთა ფონდი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეგიდით  მართავს მეორე საერთაშორისო კონფერენციას საქართველოში, რომელიც ეძღვნება ბავშვთა უფლებების საკითხების ჩართვას საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებსა და კურიკულუმებში, რათა გაჩნდეს სივრცე ბავშვთა უფლებების პრინციპების სწავლა-სწავლებისთვის, გაძლიერდნენ შესაბამისი სპეციალისტები და დაცულ იქნას ბავშვთა უფლებები ყოველდღიურად ოჯახებში, სკოლებსა და საზოგადოებაში.  


ორდღიანი კონფერენცია თავს მოუყრის პროფესორებსა და სტუდენტებს, წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობიდან, პარლამენტის წევრებს, სახალხო დამცველის ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წევრებს, წარმომადგენლებს გაეროს სააგენტოებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, აგრეთვე სკოლის მასწავლებლებსა და ადმინისტრატორებს.


ფორუმი წარმოადგენს სივრცეს დისკუსიებისთვის და  ადგილობრივი და საერთაშორისო სპეციალისტების და სტუდენტურ კონკურსში გამარჯვებული სტუდენტების პრეზენტაციებისთვის. დისკუსიების ფოკუსი იქნება უნივერსიტეტების როლი ბავშვთა უფლებების ხელშეწყობასა და სოციალური ნორმების ზეგავლენაზე.


კონფერენციაზე უნივერსიტეტები წარმოადგენენ საკუთარ ინიციატივებს, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვთა უფლებების  საკითხების ჩართვას საუნივერსიტეტო პროგრამებში ბავშვთა უფლებების მომავალი ადვოკატების მოსამზადებლად განათლების, სამართლის, ბიზნესის და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში.


ჩვენ გვჯერა, რომ კონფერენცია მონაწილეებისთვის მნიშვნელოვანი სივრცე იქნება, სადაც ისინი აქტიურად ჩაერთვებიან დისკუსიებში ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო კონტექსტში არსებული რეალობის, გამოწვევებისა და შესაძლებლობების თაობაზე.

 

კონფერენცია ჩატარდება 2021 წლის 23 - 24 სექტემბერს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქ. ბათუმში

 

ვიწვევთ დაინტერესებული პირებს კონფერენციის თეზისების და აგრეთვე სტუდენტებს ესეების წარმოსადგენად.

 

თეზისების გამოგზავნის ბოლო ვადა - 20 ივლისი, 2021

ესეების გამოგზავნის ბოლო ვადა - 30 ივლისი, 2021

სასკოლო პროექტების გამოგზავნის ბოლო ვადა30 ივლისი, 2021

 

დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ვებგვერდებს: www.unicef.org/georgia , www.bsu.edu.ge და www.moecs.ge

 

ვერბგვერდებზე განთავსებულია ინფორმაცია კონფერენციაზე რეგისტრაციის, სამეცნიერო საბჭოს, თეზისების შერჩევის, სტუდენტური კონკურსის, სასკოლო პროექტებისა და კონფერენციის დეტალური პროგრამის შესახებ.

 

გიწვევთ სტუდენტებს, მასწავლებლებს, აკადემიურ პერსონალს და სპეციალისტებს გამოიყენოთ ეს უნიკალური შანსი და მონაწილეობა მიიღოთ კონფერენციაში. 

 

შემდგომი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ:

ნათია ჯოხაძეს, ელფოსტა: njokhadze@unicef.org და

ანასტასია მშვიდობაძეს, ელფოსტა:  amshvidobadze@unicef.org

 

მოწვევა კონფერენციის მოხსენებების წარმოსადგენად:

ქართული     ინგლისური

 




კალენდარი

<<
<სექტემბერი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
35303112345
366789101112
3713141516171819
3820212223242526
3927282930123
4045678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები