აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო სამმართველო

საარქივო სამმართველოს ფუნქციები

27 თებერვალი, 2014

აჭარის არ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საარქივო სამმართველო სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად უზრუნველყოფს აჭარაში საარქივო საქმის მართვას, საქმისწარმოების სრულყოფასა და ეროვნული საარქივო ფონდის განვითარებას.
 
საარქივო სამმართველო  მიზნებია:
• საარქივო ფონდის შევსება;
• საარქივო ფონდის დოკუმენტების აღწერა და ცენტრალიზებული აღრიცხვა;
• საარქივო ფონდის დოკუმენტების დაცვისა და შენახვის უზრუნველყოფა, კონსერვაცია, დაზიანებული დოკუმენტების რესტავრაცია, განსაკუთრებული ღირებულების მქონე დოკუმენტებზე სადაზღვევო ფონდის შექმნა;
• საარქივო ფონდის დოკუმენტებთან თავისუფალი დაშვების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში;
• ცენტრალური არქივებისა და ტერიტორიული ორგანოების – ადგილობრივი არქივების მუშაობის ორგანიზაცია, კოორდინაცია, ნორმატიული და მეთოდიკური უზრუ¬ნველყოფა;

"ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე საარქივო სამმართველო ახორციელებს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების, განურჩევლად მათი შენახვის ადგილისა (მათ შორის ეროვნულ საარქივო ფონდში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების) აღრიცხვის, დაცვისა და შენახვის, აგრეთვე საქმისწარმოებაში არსებული წესების დაცვის სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას. 

საარქივო სამმართველო აწარმოებს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების დროულად და მოწესრიგებული სახით მიღებას; 

ახორციელებს საზღვარგარეთის არქივებში დაცული საქართველოს ისტორიის ამსახველი დოკუმენტების გამოვლენას, ამზადებს წინადადებებს ამ დოკუმენტების ან მათი პირების შესაძენად; 

ახორციელებს ეროვნულ არქივში განთავსებული საარქივო დოკუმენტების დაცვას, მათი შენახვის პირობების მონიტორინგისა და ოპტიმიზაციის ღონისძიებებს;

უზრუნველყოფს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებთან დაინტერესებული პირების თავისუფალ დაშვებას კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში; 

დადგენილი წესით აქვეყნებს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებს, საცნობარო-საინფორმაციო ლიტერატურას ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტების შე¬მადგენლობისა და შინაარსის შესახებ; 

ახორციელებს ცენტრალური არქივებისა და ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოების - ადგილობრივი არქივების საქმიანობის მეთოდიკურ ხელმძღვანელობასა და კონტროლს; 

ორგანიზაციულ-მეთოდიკურ ხელმძღვანელობასა და სახელმწიფო კონტროლს უწევს ტერიტორიული არქივების მუშაობასა და დაწესებულებათა დოკუმენტაციის მომზადებას საარქივო სამმართველოში ჩასაბარებლად. ხელს უწყობს დაწესებულებათა არქივების მუშაობის ორგანიზაციის სრულყოფასა და განვითარებას, მათში დოკუმენტების დაცვისა და გამოყენების უზრუნველყოფას; 

ატარებს სამეცნიერო-კვლევით მუშაობას არქივმცოდნეობის, დოკუმენტმცოდნეობის, არქეოგრაფიისა და მომიჯნავე საისტორიო დისციპლინების დარგში, შე¬იმუ¬შავებს მეთოდიკურ სახელმძღვანელოებს, აგროვებს, აანალიზებს და ავრცელებს სამეცნიერო-ტექნიკურ ინფორმაციას არქივმცოდნეობისა და დოკუმენტმცოდნეობის დარგში. 

თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამყარებს და ავითარებს საერთაშორისო კავშირებს საარქივო საქმისა და საქმისწარმოების დარგში, მონაწილეობს პროფილური სა¬ერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობაში.
 
საერთაშორისო ურთიერთობები
 
საარქივო სამმართველოში დაცული ისტორიული ძეგლებისა თუ უნიკალური დოკუმენტაციის პოპულარიზაციის, ასევე მუშაობის საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამისი სტრუქტურების გამოცდილების გაზიარება.

ამ მიზნით, საარქივო სამმართველომ გააფორმა ურიერთთანამშრომლობის მემორანდუმები ბლაგოევგრადისა (ბულგარეთი),  ოდესის (უკრაინა), გრაცის (ავსტრია),  სამხარეო არქივებთან, ასევე სტოქჰოლმის ბიზნესის ისტორიის ცენტრთან.

მემორანდუმი  ითვალისწინებს საერთაშორისო პროექტებში ქართველ სპეციალი¬სტთა მონაწილეობას, მხარეთა შორის ინფორმაციის გაცვლას, უცხო ქვეყნების საარქივო დაწესებულებების დელეგაციების ეროვნულ არქივში ვიზიტებს, უცხოელ მკვლევართა მუშაობის უზრუნველყოფას, ქართველი სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებას.

საარქივო სამმართველო პერიოდულად მასპინძლობს საზღვარგარეთის ქვეყნების საარქივო დაწესებულებების დელეგაციებს. მათი ვიზიტის ფარგლებში არქივის დარბაზში გამოიფინა არქივის ფონდებში დოკუმენტები. მოეწყო გამოფენა „ბულგარელები ბათუმში“, რომელზეც წარმოდგენილი იყო ბულგარეთის შესახებ საარქივო სამმართველოში დაცული დოკუმენტები.

საარქივო სამმართველო აგრძელებს მუშაობას საზღვარგარეთის ქვეყნების ანალოგიურ დაწესებულებებთან თანამშრომლობის დამყარებისა და გაღრმავების მიზნით.

 

კალენდარი

<<
<მაისი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
181234567
19891011121314
2015161718192021
2122232425262728
222930311234
23567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-52-10

სოციალური ქსელები