აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

ვერ იპოვეთ თქვენს კითხვაზე პასუხი? დასვით თქვენი კითხვა

ხშირად დასმული კითხვები

ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების: თირეოტროპული ჰორმონის, თავისუფალი თიროქსინის განსაზღვრა ენდოკრინოლოგის კონსულტაცია ღონისძიებით მოსარგებლეები არიან ოჯახის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების 0–200 000 მდე სარეიტინგო ქულის მქონე ორსულები. მომსაურების მიღება შეიძლება – სს საზღვაო ჰოსპიტალში, მის: მელიქიშვილის 102, შპს ბათუმის სამშობიარო სახლში, მის: რუსთაველის ქ N309. სს ქობულეთის სამედიცინო ცენტრში მის: ქობულეთი, თბილისის ქ N31.
ცენტრის მიერ უფასოდ ხორციელდება C ჰეპატიტის დიაგნოსტიკა – სკრინინგი სწრაფი მარტივი ტესტირებით –კონფირმაცია–თვისობრივი კვლევა კონფირმაციული კვლევა უტარდება სწრაფი მარტივი ტესტირებით დადებითი შედეგის მქონე პირებს. ღონისძიებით მოსარგებლეა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქე (ყოველი მომართვის შემთხვევაში). მომსახურების მიღება შესაძლებელია შპს საოჯახო მედიცინის რეგიონულ ცენტრში მის: ბათუმი, ბარათაშვილის ქ N30.
ღონისძიებით გათვალისწინებულია: ონკოლოგისა და რადიოლოგის კონსულტაციები-პირველადი დიაგნოზის დაზუსტების მიზნით საჭიროების შემთხვევაში: ონკოგინეკოლოგის, ონკოუროლოგის, ონკოლარინგოლოგის კონსულტაციები, ციტოლოგიური გამოკვლევა, PSA–ს განსაზღვრა, მამოგრაფია. ღონისძიებით მოსარგებლეებს წარმოადგენენ მაღალმთიანი აჭარის–ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მოსახლეობა. სამედიცინო სერვისის მიწოდება ხორციელდება ადგილზე პირველადი ჯანდაცვის ცენტრების დონეზე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტო შეიქმნა 2011 წელს და დაარსების დღიდან ამ დრომდე დარეგისტრირებულია 15104 სამუშაოს მაძიებელი, მათგან დასაქმდა 7319 (მათ შორის გრძელვადიანზე 3587, დროებით 2988 , ხოლო ერთჯერად სამუშაოზე 744).
რეგიონის მასშტაბით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს ქსელში მუშაობს სააგენტოს მუნიციპალური განყოფილებები (ქობულეთი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო) და ბათუმში (ქ. ბათუმი ჯავახიშვილის ქ. N70/72), რომელთაც გააჩნიათ მონაცემთა ბაზა სამუშაოს მაძიებელთა და არსებული ვაკანსიების დასარეგისტრირებლად. რეგისტრაციისათვის თან უნდა იქონიოთ პირადობისა და განათლების დამადასტურებელი ნებისმიერი საბუთი (დიპლომი, სერტიფიკატები).
დასაქმების სააგენტო არის აჭარის ა.რ. მთავრობის დადგენილებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც გთავაზობთ შემდეგი სახის მომსახურებას: • სააგენტო სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაცია და აღრიცხვა; • სამუშაოს მაძიებელთა კონსულტირება და მათი შრომითი მოწყობის მიზნით საშუამავლო საქმიანობის ორგანიზება; • დასაქმებულთა აღრიცხვა და მონაცემთა ბაზის შევსება/განახლება; • სამუშაოს მაძიებელთათვის პროფესიული ტრენინგების ჩატარება/ორგანიზება სხვადასხვა სფეროში; • საჯარო და კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა; • საჯარო და კერძო სექტორში არსებული ვაკანსიების თაობაზე ინფორმაციის მოძიება და საზოგადოებისათვის მიწოდება. • დროისა და რესურსების დაზოგვა შესაფერისი კადრების შესარჩევად. მომსახურება, როგორც სამუშაოს მაძიებელთათვის ასევე დამსაქმებლებისათვის არის სრულიად უფასო.
სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტო არ არის დამსაქმებელი, სააგენტო აწარმოებს საშუამავლო მომსახურებას დამსაქმებლებსა და სამუშაოს მაძიებლებს შორის. შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა საშუალებას იძლევა მოთხოვნილი ვაკანსიის მიხედვით მოიძებნოს შესაბამისი უნარ-ჩვევებისა და კვალიფიკაციის მქონე სამუშაოს მაძიებელი პირი. ყოველდღიურ რეჟიმში სხვადასხვა დამსაქმებლები გვაწოდებს ვაკანსიებს თავიანთი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით, რის საპასუხოდაც ჩვენი პერსონალი უზრუნველყოფს ვაკანსიის შესაფერისი კადრების ოპერატიულად შერჩევას მონაცემთა ბაზიდან და მათი რეზიუმეების დამსაქმებლისათვის მიწოდებას. დამსაქმებელი იღებს მხოლოდ ისეთ კადრს, რომელიც აკმაყოფილებს გაცხადებულ ვაკანსიაში მითითებული საკვალიფიკაციო მოთხოვნების უმეტესობას. ამიტომ თუ თქვენი მონაცემები (განათლება, გამოცდილება, უნარ-ჩვევები და ა.შ.) დაემთხვევა დამსაქმებლის მოთხოვნებს, შეიძლება ითქვას, რომ დასაქმება გარანტირებულია.
საჯარო სამსახურში დანიშვნა ხორციელდება კონკურსის წესით (კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ მუხლი N29), რომელიც განისაზღვრება მთავრობის დადგენილებით. საჯარო კონკურსს მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად შესაბამისი სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულება აცხადებს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით www. hr. gov.ge ამასთანავე, კანდიდატს განცხადების წარსადგენად ეძლევა არანაკლებ 10-დღიანი ვადა კონკურსის გამოცხადების დღიდან (კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ მუხლი N31).
ზოგადად, სტუდენტების დასაქმება ძალიან რთულია, გამომდინარე თუნდაც იქედან, რომ ძალზე იშვიათად შემოდის ვაკანსიები ნახევარგანაკვეთიანი სამუშაო რეჟიმით. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არ შემოდის სტუდენტებისათვის შესაბამისი პოზიციები, მაგალითად იგივე სარეკლამო აგენტი, პოზიცია რომელიც არ ითხოვს სრული დღით დატვირთვასა და კონკრეტულ განათლებას, მაგრამ აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ როგორც წესი, ეს სამუშაო არის ერთჯერადი ან დროებითი.
სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტო ახორციელებს, პროფესიული გადამზადები პროგრამას, რომელიც გულისხმობს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამის პროფესიებში, შრომისუნარიანი მოსახლეობის ადეკვატური ცოდნითა და უნარ-ჩვევებით აღჭურვას. პროფესიული გადამზადების კურსები მნიშვნელოვანია საზოგადოების იმ ჯგუფებისათვის, რომლებიც შრომის ბაზარზე დაბალკონკურენტუნარიანები არიან და სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებულ მხარდაჭერას საჭიროებენ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებას და შედის საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა სისტემაში. თავისი ამოცანების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას და ანგარიშვალდებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წინაშე. სამინისტრო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, დასაქმების, დევნილთა და განსახლების სფეროში ერთიანი სამთავრობო პოლიტიკის გამტარებელი ორგანო.

კალენდარი

<<
<სექტემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3528293031123
3645678910
3711121314151617
3818192021222324
392526272829301
402345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-08

სოციალური ქსელები