აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

სიახლეები

  • აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტს ახორციელებს. შუახევის მუნიციპალიტეტი(ხიჭაურის დასახლება)-გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე (ზანკები), ბუნებრივი აირის მილსადენის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა.
    სრულად...
  • აჭარაში მყარი ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით განხორციელდება. „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიასა“ და საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანია “გოქსინ ინსაათს” შორის პროექტის ხელშეკრულებას ხელი მოეწერა. ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში, საერთაშორისო სტანდარტების ნარჩენების მართვის ობიექტი, ხელშეკრულების მიხედვით, 18 თვეში აშენდება.
    სრულად...
  • დუბაიში ყოვეწლიური საინვესტიციო ფორუმი (AIM) მიმდინარეობს. მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ბიზნეს შეხვედრაზე საქართველოს, წელს უკვე მეორედ, განსაკუთრებული საგამოფენო სივრცე დაეთმო. საინვესტიციო ფორუმის მონაწილეებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი მიესალმა. ჯაბა ფუტკარაძემ აჭარის საინვესტიციო პოტენციალზე და ეკონომიკურ პროცესებზე ისაუბრა. სპეციალური პრეზენტაციით ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილ საინვესტიციო პროექტებს გაეცნენ.
    სრულად...
  • ►გაეროს ახალგაზრდული ასამბლეის წევრები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეწვიენ. ►ახალგაზრდებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე პირველ მოადგილესთან თორნიკე კუჭავასთან ერთად შეხვდა. ►საუბარი უწყების საქმიანობას, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს, აჭარის ეკონომიკურ განვითარებას, საინვესტიციო პოტენციალს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო.
    სრულად...
  • ☑აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აუქციონს აცხადებს. ▶აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული, ქ. ქობულეთში, დ. აღმაშენებლის N379-ის მიმდებარედ, 11 235 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირობებიანი აუქციონი. ▶მიმდინარე ფასი: 4 585 000 ლარი ▶აუქციონის დასრულება: 05.04.2019
    სრულად...
  • ⭕ბათუმი „World Travel Awards'-ზე ევროპის წამყვანი, მზარდი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი ➡ მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე ბათუმის კონკურენტებს შორისაა სოფია (ბულგარეთი), მატერა (იტალია), ბაქო (აზერბაიჯანი), ლუბლიანა (სლოვაკეთი) და კუტნა ჰორა (ჩეხეთი).
    სრულად...
  • ►აჭარაში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ ხორციელდება. ►პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს. ►სეტყვით დაზარალებულთა კომპენსაცია, აქუცის მრავალფუნქციური სახლის რემონტი, აქუცის სკოლის ეზოს კეთილმოწყობა და არსებული სპორტული მოედნის რეაბილიტაცია, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გულებში - მოსახლეობის მიერ დასმული საკითხები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება.
    სრულად...
  • აჭარაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლობა იწყებს ფუნქციონირებას. აჭარის მთავრობის წევრებს და სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ, აჭარაში სააგენტოს წარმომადგენელი, აბესალომ ასლანიძე წარუდგინა.
    სრულად...
  • ☑ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აუქციონს აცხადებს. ▶ დასახელება: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალში მდებარე 2847 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განლაგებული 325,9 კვ.მ შენობა-ნაგებობის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალში მდებარე 2527 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განლაგებული 386 კვ.მ შენობა-ნაგებობის ერთ ლოტად, პრივატიზების მიზნით, პირობებიანი აუქცი
    სრულად...
  • ამ წუთებში სასტუმრო "ჰილტონში" ბიზნეს ფორუმი „ბათუმი-ვროცლავი“ მიმდინარეობს. საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში უცხოელი პარტნიორები საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებს, აჭარის რეგიონის საინვესტიციო პოტენციალს, ასევე საინვესტიციო და საპრივატიზაციო ობიექტებს ეცნობიან. ბიზნეს ფორუმის ფარგლებში, ბათუმს, ოფიციალური ვიზიტით ქვემო სილეზიის მარშალი სეზარ პრზიბილსკი და სხვა ოფიციალური პირები ეწვიენ.
    სრულად...

კალენდარი

<<
<აპრილი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
141234567
15891011121314
1615161718192021
1722232425262728
18293012345
196789101112

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები