აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

საკონცერტო სანახაობითი დაწესებულებები და ანსამბლები

  • აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი " არსიანი" დაარსდა 1921 წელს. 1922 წლის 11 ივლისს გაიმართა ანსამბლის პირველი კონცერტი. 1961 წლის 11 ივნისს ანსამბლის დაარსების 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით მას მიენიჭა ,,საქართველოს დამსახურებული ანსამბლის“ საპატიო წოდება, ხოლო მისი დამაარსებლის სახელის უკვდავსაყოფად ანსამბლი მელიტონ კუხიანიძის სახელობის გახდა.
    სრულად...
  • 2004 წელს შეიქმნა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი, სადაც გაერთიანდა: აჭარის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი(1978წ.), ბათუმის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი(1993წ.), აჭარის სახელმწიფო კაპელა (1998წ.), ბათუმის ბავშვთა ოპერისა და ბალეტის თეატრი (2000წ). 2007 წლიდან, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში განხორციელდა რეორგანიზაცია, რომლის შედეგადაც მუსიკალურ ცენტრს შეუერთდა ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის საოპერო სტუდია(2005წ.), ტრიო ,,ნოტა”(2000წ)., ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ხორუმი“(2005-20
    სრულად...
  • 1991 წელს, ნოდარ სურმანიძისა და ენვერ ხაბაძის ინიციატივით, ქ. ბათუმის მერიასთან შეიქმნა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „ბათუმი“. ვოკალურ ჯგუფს სათავეში ჩაუდგა თემურ დოლიძე. 2000 წელს ვოკალური ჯგუფი გამოეყო ძირითად ანსამბლს და დაფუძნდა როგორც აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი „ბათუმი“. ანსამბლ „ბათუმს“ დაარსების დღიდან არაერთ მნიშვნელოვან ღონისძებასა და საერთაშორისო ფესტივალში აქვს მონაწილეობა მიღებული.
    სრულად...
  • ქორეოგრაფიული ანსამბლი „ხორუმი“ 2002 წელს აჭარის მ. კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ბაზაზე შეიქმნა. ანსამბლის დამაარსებელი გახლავთ აჭარის დამსახურებული არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი, ქართული ქორეოგრაფიის აკადემიკოსი - თემურ ბიბილეიშვილი. 2010 წელს აჭარის მთვრობის გადაწყვეტილებით „ხორუმს“ მიენიჭა „სახელმწიფო ანსამბლის“ სტატუსი. „ხორუმი“ ისეთ ანსამბლებთან ერთად იღებს მონაწილეობას სამთავრობო ღონისძიებებში, როგორებიცაა „სუხიშვილები“ და „ერისიონი“.
    სრულად...

კალენდარი

<<
<დეკემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები