აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო სამმართველო

საჯარო ინფორმაცია

სამმართველოს სისტემა 

1. სამმართველოს სისტემაში შედიან:

ა) სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფები, რომელთა ერთიანობა ქმნის სამმართველოს აპარატს;

ბ) სამმართველოს ტერიტორიული ორგანოები.

2. სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ცენტრალური არქივის სამსახური;

ბ) ანალიტიკურ-მეთოდიკური და ტერიტორიულ ორგანოებთან მუშაობის სამსახური;

გ) საქმისწარმოების სამსახური;

დ) იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;

ე) საზღვარგარეთთან, საზოგადოებასთან, მასმედიასთან ურთიერთობის, დოკუმენტების გამოყენების და პუბლიკაციის სამსახური;

ვ) დოკუმენტების რესტავრაციის და მიკროფილმირების სამსახური;

ზ) დაკომპლექტებისა და დოკუმენტების სამეცნიერო-ტექნიკური დამუშავების სამსახური;

თ) საფინანსო-საბუღალტრო სამსახური;

ი) სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური.

3. ცენტრალური არქივის სამსახური ძირითად ამოცანებს ახორციელებს მასში შემავალი შემდეგი განყოფილებების მეშვეობით:

ა) ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების დაცვის, ინფორმაციისა და გამოყენების განყოფილება;

ბ) ეროვნული საარქივო ფონდის აღრიცხვისა და სამეცნიერო-საცნობარო განყოფილება;

გ) საინფორმაციო-ტექნოლოგიებისა და დიგიტალიზაციის განყოფილება.

4. სამმართველოში შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს ხელმძღვანელობენ სამსახურის უფროსები.

5.  სამსახურის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას, იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

ბ) ასრულებს სამმართველოს უფროსის და კურატორი სამმართველოს უფროსის მოადგილის დავალებებს და მითითებებს;

გ) სამსახურის თანამშრომლებს შორის ანაწილებს ფუნქციებს შესაბამისი კომპეტენციის მიხედვით;

დ) სამმართველოს უფროსს წარუდგენს რეკომენდაციებს სამსახურის თანამშრომელთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ;

ე) ადგენს სამსახურის სამუშაო გეგმას და პასუხისმგებელია მის შესრულებაზე;

ვ) კვარტალში ერთხელ სამმართველოს უფროსს (კურატორ სამმართველოს უფროსის მოადგილეს) წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.

6. სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები ანგარიშვალდებულნი არიან სამმართველოს უფროსის წინაშე.

7. სამმართველოს სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები და ამოცანები  განისაზღვრება სამმართველოს უფროსის ბრძანებით.

8. სამმართველოს ტერიტორიული ორგანოებია:

ა) ქობულეთის არქივი;

ბ) ხელვაჩაურის არქივი;

გ) ქედის არქივი;

დ) შუახევის არქივი;

ე) ხულოს არქივი.

9. სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს მმართველობის სფერო, უფლება-მოვალეობანი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება ტერიტორიული ორგანოს დებულებით, რომელსაც სამმართველოს უფროსის წარდგინებით ამტკიცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი.

10. სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეს სამმართველოს ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. (14.07.2021 N7)


ცენტრალური არქივის სამსახური

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისკულტურისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - საარქივო სამმართველო

ცენტრალური არქივის სამსახურის უფროსი

ელგუჯა გოგიბერიძე

ტელ: 224814

ელ მისამართი: e.gogiberidze@archives-ajara.gov.ge

 

ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების დაცვის, ინფორმაციისა და გამოყენების განყოფილება

განყოფილების უფროსი

ქეთევან მიქელაძე

ტელ: 577261449

ელ მისამართი: k.mikeladze@archives-ajara.gov.ge

 

საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და დიგიტალიზაციის განყოფილება

განყოფილების უფროსი

მადონა ცხადაძე

ტელ: 577662702

ელ მისამართი: m.tskhadadze@archives-ajara.gov.ge

 

ეროვნული საარქივო ფონდის   აღრიცხვის და  სამეცნიერო-საცნობარო განყოფილება

განყოფილების უფროსი

მაია რურუა

ტელ: 577261420

ელ მისამართი: m.rurua@archives-ajara.gov.ge

 

ანალიტიკურ - მეთოდიკური და ტერიტორიულ ორგანოებთან მუშაობის სამსახური

 

სამსახურის უფროსი ელგუჯა ჩაგანავა

ტელ: 275211

ელ მისამართი: e.chaganava@archives-ajara.gov.ge

 

იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის სამსახური

სამსახურის უფროსი  ინგა ხალვაში

ტელ: 224816

ელ მისამართი: i.khalvashi@archives-ajara.gov.ge

 

საქმისწარმოების სამსახური


სამსახურის უფროსი ლელა ხიტირი

ტელ: 224815

ელ მისამართი: l.khitiri@archives-ajara.gov.ge

 

დაკომპლექტებისა და დოკუმენტების სამეცნიერო - ტექნიკური დამუშავების სამსახური

სამსახურის უფროსი ნაზიბროლა შარაშიძე

ტელ: 224812

ელ მისამართი: n.sharashidze@archives-ajara.gov.ge

 

დოკუმენტების რესტავრაციის და მიკროფილმირების სამსახური


სამსახურის უფროსი მზექალა გირიხიდი

ტელ: 577261467

ელ მისამართი: m.girikhidi@archives-ajara.gov.ge

 

საზღვარგარეთთან, საზოგადოებასთან მასმედიასთან ურთიერთობის
დოკუმენტების  გამოყენების და პუბლიკაციის სამსახური


 სამსახურის უფროსი თამაზ ფუტკარაძე

ტელ: 224812

 ელ მისამართი: t.phutkaradze@archives-ajara.gov.ge

 

საფინანსო-საბუღალტრო სამსახური

 

სამსახურის უფროსი ირმა ჯორბენაძე

 ტელ: 279201

 ელ მისამართი: i.jorbenadze@archives-ajara.gov.ge


 სახელმწიფო შსყიდვებისა  და მატერიალურ - ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური

 

სამსახურის უფროსი  ავთანდილ ჩახვაძე

 ტელ: 577141760

 ელ მისამართი: a.chakhvadze@archives-ajara.gov.ge

 

ქობულეთის არქივი

 

ტერიტორიული ორგანოს ქობულეთის არქივის უფროსი

 ნოდარ ზაქარიაძე

ტელ: 577261401

 ელ მისამართი: n.zaqariadze@archives-ajara.gov.ge

 

შუახევის არქივი


ტერიტორიული ორგანოს შუახევის არქივის უფროსი

 კახა დავითაძე

 ტელ: 599852121

 ელ მისამართი: k.davitadze@archives-ajara.gov.ge

 

ქედის არქივი

 

ტერიტორიული ორგანოს ქედის არქივის უფროსი

 ბადრი შერვაშიძე

 ტელ: 577261405

 ელ მისამართი: b.shervashidze@archives-ajara.gov.ge

 

ხელვაჩაურის არქივი

 

ტერიტორიული ორგანოს ხელვაჩაურის არქივის უფროსი

 ავთანდილ ლეონიძე

 ტელ: 577261403

ელ მისამართი: a.leonidze@archives-ajara.gov.ge

 

ხულოს არქივი

 

ტერიტორიული ორგანოს ხულოს არქივის უფროსი

 ლევან ბოლქვაძე

 ტელ: 591054531


 ელ მისამართი: l.bolkvadze@archives-ajara.gov.ge


 სამმართველოს ამოცანები და ფუნქციები

1. დაკისრებული ამოცანების შესაბამისად სამმართველო:

ა) საარქივო ფონდის ფორმირებისა და შევსების მიზნით:

ა.ა) განსაზღვრავს საარქივო ფონდის დაკომპლექტების წყარო-დაწესებულებებს, დოკუმენტების სახეობებსა და ნაირსახეობების შემადგენლობას;

ა.ბ) ახორციელებს დოკუმენტების მიკუთვნებას საარქივო ფონდის შემადგენლობისადმი შემფასებელი ექსპერტიზის შედეგების დამტკიცების საფუძველზე, საარქივო ფონდის შემადგენლობის ოპტიმიზაციისათვის ატარებს მიზნობრივ ექსპერტიზას;

ა.გ) აწარმოებს საარქივო ფონდის შესავსებად დოკუმენტების დროულად და მოწესრიგებული სახით მიღებას;

ა.დ) ფიზიკური ან იურიდიული პირის საარქივო ფონდის კუთვნილი დოკუმენტების გაყიდვის შემთხვევაში იყენებს კანონით დადგენილ მისი შესყიდვის უპირატეს უფლებას;

ა.ე) გასცემს ნებართვას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ძველი დოკუმენტური ძეგლების მოძიებასა და შეგროვებაზე;

ა.ვ) განიხილავს და ხელისუფლებისა და მმართველობის შესაბამის ორგანოებთან შეთანხმებით წყვეტს ავტონომიური რესპუბლიკის ფარგლებში დოკუმენტების ერთი სახელმწიფო არქივიდან მეორეში გადაცემის საკითხებს, კანონით დადგენილი წესით გასცემს ნებართვას საარქივო ფონდის დოკუმენტების ასლების გატანის თაობაზე;

ა.ზ) აკონტროლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არქივებში დოკუმენტების გადაცემის დადგენილი წესის დაცვას, უზრუნველყოფს საარქივო ფონდის შევსებას დოკუმენტებით, რომლებიც წარმოიშობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების და მმართველობის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, პოლიტიკური, კონფენსიური გაერთიანების და სხვა იურიდიული პირების საქმიანობის პროცესში, ორგანიზაციას უწევს მოქალაქეთა საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი დოკუმენტების შეძენას;

ბ) საარქივო ფონდის დოკუმენტების დაცვისა და შენახვის უზრუნველყოფის მიზნით:

ბ.ა) ახორციელებს სამმართველოში განთავსებული საარქივო დოკუმენტების დაცვის, შენახვისა და ოპტიმიზაციის ღონისძიებებს;

ბ.ბ) აწარმოებს საარქივო ფონდის დოკუმენტების სპეციალური ტექნიკური დამუშავების სამუშაოთა კომპლექსს მათი ფიზიკურ-ქიმიური და ბიოლოგიური დაცვისათვის (კონსერვაცია, რესტავრაცია, დეზინფექცია, დეზინსექცია და ა.შ.), ქმნის საარქივო ფონდის განსაკუთრებული ღირებულების მქონე დოკუმენტების სადაზღვევო და სარგებლობის ფონდს (სარგებლობისათვის ნებადართული დოკუმენტების პირების ფონდს);

ბ.გ) ახორციელებს საარქივო ფონდის დოკუმენტების დაცვის და შენახვის კონტროლს და ზედამხედველობას განურჩევლად მათი შენახვის ადგილისა;

ბ.დ) ორგანიზაციას უწევს დოკუმენტების შენახვის ოპტიმალური პირობების შექმნას და მათი ფიზიკურ-ქიმიური დაცვის უზრუნველყოფას;

გ) საარქივო ფონდის დოკუმენტების აღწერის და ცენტრალიზებული აღრიცხვის დარგში:

გ.ა) აწარმოებს საარქივო ფონდის დოკუმენტების ცენტრალიზებულ აღრიცხვას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ახორციელებს სამმართველოში დოკუმენტების შემოსვლის და გასვლის აღრიცხვას, განსაკუთრებულად ღირებულ საქმეთა და სადაზღვევო ფონდის პირების აღრიცხვას;

გ.ბ) აანალიზებს და განაზოგადებს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების ცენტრალიზებული აღრიცხვის დადგენილი წესით მიღებულ მონაცემებს, ამზადებს სტატისტიკურ ანგარიშს ეროვნული საარქივო ფონდის მოცულობის შესახებ;

გ.გ) უზრუნველყოფს საარქივო ფონდის დოკუმენტების საინფორმაციო-საძიებო სისტემის შექმნას და განვითარებას, ამ დარგში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვას;

დ) საარქივო ფონდის დოკუმენტებით სარგებლობის დარგში:

დ.ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს საარქივო ფონდის დოკუმენტებთან დაინტერესებული პირების თავისუფალ დაშვებას;

დ.ბ) დადგენილი წესით აქვეყნებს საარქივო ფონდის დოკუმენტებს, საცნობარო-საინფორმაციო ლიტერატურას არქივებში დაცული დოკუმენტების შემადგენლობის და შინაარსის შესახებ;

დ.გ) თავისი ინიციატივით და შემოსულ შეკითხვებზე პასუხად ამზადებს ინფორმაციას საარქივო დოკუმენტების შესახებ, სახელმწიფოებრივი, ეკონომიკური, სამეცნიერო და სოციალურ-კულტურული მიზნებით მათ გამოსაყენებლად. დადგენილი წესით გასცემს სოციალურ-უფლებრივი ხასიათის ცნობებს საარქივო დოკუმენტების მიხედვით, აგრეთვე დოკუმენტების პირებსა და დოკუმენტებიდან ამონაწერებს; ამზადებს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების თემატურ გამოფენებს;

ე) დაწესებულებათა არქივებისა და საქმისწარმოებაში დოკუმენტების ორგანიზაციის სრულყოფის მიზნით:

ე.ა) კოორდინაციას უწევს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოების და სხვადასხვა დაწესებულებების მიერ საარქივო საქმის ორგანიზაციას და დოკუმენტებზე მუშაობის პროცესში საქმისწარმოების წესების დაცვას, ახორციელებს საქმისწარმოების და დოკუმენტაციის უნიფიცირებული სისტემების განვითარებას;

ე.ბ) უწევს ორგანიზაციულ-მეთოდიკურ ხელმძღვანელობას და კონტროლს დაწესებულებათა არქივების მუშაობას და დაწესებულებათა დოკუმენტაციის მომზადებას სამმართველოში ჩასაბარებლად. ხელს უწყობს დაწესებულებათა არქივების მუშაობის ორგანიზაციის სრულყოფას და განვითარებას, მათში დოკუმენტების დაცვის და გამოყენების უზრუნველყოფას;

ე.გ) ატარებს სამეცნიერო-კვლევით მუშაობას არქივმცოდნეობის და დოკუმენტმცოდნეობის დარგში. ხელმძღვანელობს არქივების სამეცნიერო-კვლევით და მეთოდურ მუშაობას. შეიმუშავებს ღონისძიებებს საარქივო საქმის პრაქტიკაში მეცნიერულ გამოკვლევათა შედეგებისა და მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის მიღწევების დანერგვისათვის;

ვ) საარქივო საქმის მართვის მიზნით:

ვ.ა) შეიმუშავებს პერსპექტიულ მიზნობრივ პროგრამებს და მიმდინარე გეგმებს ავტონომიურ რესპუბლიკაში საარქივო საქმის განვითარების საკითხებზე;

ვ.ბ)  ამზადებს საინიციატივო ინფორმაციებს საარქივო ფონდის დოკუმენტების პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, საზოგადოებრივ, სამეურნეო, სამეცნიერო და სოციალურ-კულტურული მიზნებისათვის გამოსაყენებლად;

ზ) ახორციელებს ღონისძიებებს არქივის ქსელის და სტრუქტურის სრულყოფისათვის;

თ) შეიმუშავებს წინადადებებს კადრების მომზადების, შერჩევის და კვალიფიკაციის ამაღლების საკითხებზე;

ი) ახორციელებს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანომდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს და ამოცანებს.



  განთავსების თარიღი ფაილის დასახელება ფაილის ბმული

კალენდარი

<<
<დეკემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

(+995) 422 22 48 15 (422) 27-52-10

სოციალური ქსელები