აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

საჯარო ინფორმაცია

აჭარის ა.რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში გამოცხადებული ღია კონკურსის შესახებ

 

 აჭარის ა.რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტურ თანამდებობებზე ღია კონკურსი გამოცხადდა - დეპარტამენტის თავმჯდომარის 2018 წლის 27 მარტის №30 ბრძანების საფუძველზე, შემდეგ ვაკანტურ პოზიციებზე:

1. საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების სამსახურის მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე - 3 (სამი) ვაკანსია;

2. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და რეკლამის სამსახურის მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე -1 (ერთი)პოზიცია;

3. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და რეკლამის სამსახურის მესამე რანგის  მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე -1 (ერთი)პოზიცია;

საჯარო სამსახურის ბიუროსთან შეთანხმების საფუძველზე აღნიშნული ვაკანსიები ვებ გვერდზე hr.gov.ge - გააქტიურდა 2018 წლის 29 მატს და კანონით დადგენილ ვადაში აღნიშნულ ვაკანსიებზე შემოვიდა ჯამში -139 განაცხადი, კერძოდ:

1. საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების სამსახურის მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე - 57 განაცხადი;

2. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და რეკლამის სამსახურის მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე -39 განაცხადი;

3. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და რეკლამის სამსახურის მესამე რანგის  მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე - 43 განაცხადი.

 

საკონკურსო კომისიის მიერ განცხადებების გადარჩევის საფუძველზე, მეორე წერითი დავალების ეტაპზე გადავიდა:

1. საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების სამსახურის მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე - 11 აპლიკანტი;

2. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და რეკლამის სამსახურის მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე - 6 აპლიკანტი;

3. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და რეკლამის სამსახურის მესამე რანგის  მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე - 14 აპლიკანტი.

წერითი დავალების ეტაპზე აპლიკანტებს მიეცათ უცხო ენაზე(რუსულ და ინგლისურ ენებზე) შესრულებული წერილი, რომელზედაც კონკურსანტებს უნდა მოემზადებინათ პასუხი იმავე ენაზე.

წერით დავალების ეტაპის შედეგების მიხედვით, მომდევნო ეტაპზე - გასაუბრებაზე გადავიდნენ:

1. საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების სამსახურის მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე - 6 აპლიკანტი;

2. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და რეკლამის სამსახურის მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე - 3 აპლიკანტი;

3. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და რეკლამის სამსახურის მესამე რანგის  მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე - 8 აპლიკანტი.

 

გასაუბრება ჩატარდა 2018 წლის 10 და 14 მაისს, საკონკურსო კომისიის მიერ წინასწარ დამტკიცებული არასტრუქტურირებული  კითხვარის დახმარებით, საკვალიფიკაციო მოთხოვნებით დადგენილ თემატიკაში, ქულათა სისტემის გამოყენებით. საკონკურსო კომისიის შეფასებების დათვლის შემდეგ, საბოლოო შედეგების მიხედვით, ვაკანტურ პოზიციებზე დაინიშნენ საუკეთესო შედეგების  მქონე აპლიკანტები.

 

 

 


  განთავსების თარიღი ფაილის დასახელება ფაილის ბმული

კალენდარი

<<
<სექტემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3528293031123
3645678910
3711121314151617
3818192021222324
392526272829301
402345678

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები