მუხლი
5. დეპარტამენტის სტრუქტურა
1. დეპარტამენტის სტრუქტურული
ერთეულებია:
ა)
ინფრასტრუქტურის განვითარებისა და პროექტების მართვის
სამსახური;
ბ) ლოჯისტიკისა და
ქონების მოვლა-შენახვის
სამსახური;
გ) შრომის უსაფრთხოებისა და მონიტორინგის სამსახური;
დ)
ადმინისტრაციული სამსახური;
ე) იურიდიული სამსახური;
ვ) სახელმწიფო შესყიდვების
სამსახური;
ზ) საფინანსო-საბუღალტრო აღრიცხვის სამსახური;
მუხლი
6. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეული
1. დეპარტამენტის სტრუქტურული
ერთეულების უფლება-მოვალეობები და
საქმიანობის ძირითადი
მიმართულებები განისაზღვრება წინამდებარე დებულებით.
2. დეპარტამენტის სტრუქტურული
ერთეულის უფროსი
არის პირველადი
სტრუქტურული ერთეულის
ხელმძღვანელი. სტრუქტურული
ერთეულის ხელმძღვანელი
უშუალოდ ექვემდებარება დეპარტამენტის უფროსს, უფროსის
პირველ მოადგილეს
ან უფროსის
მოადგილეს.
3.
სტრუქტურული ერთეულის
ხელმძღვანელი:
ა)
წარმართავს სტრუქტურული
ერთეულის საქმიანობას,
წყვეტს სტრუქტურული
ერთეულის გამგებლობას
მიკუთვნებულ საკითხებს
და პასუხისმგებელია სტრუქტურულ ერთეულში
მომზადებული
გადაწყვეტილებების პროექტების კანონიერებაზე და
სტრუქტურული ერთეულისათვის დაკისრებული
მოვალეობის ჯეროვნად
შესრულებაზე;
ბ)
ანაწილებს მოვალეობებს
მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეთა შორის და აძლევს
მათ მითითებებსა
და დავალებებს;
გ)
აკონტროლებს სტრუქტურული
ერთეულის საჯარო
მოსამსახურეების მიერ
სამსახურებრივ მოვალეობათა
შესრულებას;
დ)
ხელს აწერს
სტრუქტურულ ერთეულში
მომზადებულ დოკუმენტებს
ან ახორციელებს
მათ ვიზირებას;
ე)
წარმოადგენს სტრუქტურულ
ერთეულს თავისი
მოვალეობების შესრულებისას;
ვ)
დეპარტამენტის უფროსს
ან დეპარტამენტის უფროსის შესაბამის მოადგილეს
წარუდგენს წინადადებებს
სტრუქტურული ერთეულის
სტრუქტურის, შტატების,
მუშაობის ორგანიზების,
აგრეთვე, სტრუქტურული
ერთეულის საჯარო
მოსამსახურეების წახალისების
ან დისციპლინური
პასუხისმგებლობის შესახებ;
ზ)
შუამდგომლობს სტრუქტურული
ერთეულის საჯარო
მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე;
თ)
შუამდგომლობს იმ
სახსრების გამოყოფის
თაობაზე, რომლებიც
საჭიროა სტრუქტურული
ერთეულის ამოცანათა
შესასრულებლად;
ი)
ასრულებს შესაბამისი
სტრუქტურული ერთეულისათვის ამ დებულებით განსაზღვრულ
ამოცანებს, აგრეთვე,
დეპარტამენტის უფროსის
ან/და
დეპარტამენტის უფროსის
შესაბამისი მოადგილის
სამსახურებრივ დავალებებს.
4. სტრუქტურული ერთეულის
უფროსს (პირველადი
სტრუქტურული ერთეულის
ხელმძღვანელს)
შეიძლება ჰყავდეს
მოადგილე (პირველადი
სტრუქტურული ერთეულის
ხელმძღვანელის მოადგილე)/მოადგილეები (პირველადი
სტრუქტურული ერთეულის
ხელმძღვანელის მოადგილეები).
5. სტრუქტურული ერთეულის უფროსის მოადგილე თავისი კომპეტენციის
ფარგლებში:
ა) ხელს უწყობს სტრუქტურული ერთეულის უფროსს მასზე დაკისრებულ
უფლება-მოვალეობათა განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზებაში;
ბ) ზედამხედველობს სტრუქტურულ ერთეულში შემავალი სტრუქტურული
ქვედანაყოფების საქმიანობას და ამ სტრუქტურული ქვედანაყოფის (ქვედანაყოფების) საჯარო
მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) უშუალოდ ამზადებს გადაწყვეტილების პროექტს მასზე
დაწერილ დოკუმენტაციაზე ან ანაწილებს მათ შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის;
დ) ვიზას ადებს მის სტრუქტურულ ერთეულში შემავალი სტრუქტურული
ქვედანაყოფების მიერ მომზადებულ დოკუმენტებს, ასევე, დეპარტამენტის უფროსის მიერ დელეგირებული
უფლებამოსილების ფარგლებში ხელს
აწერს სტრუქტურულ ერთეულში
მომზადებული
სამართლებრივი
აქტების ან/და დოკუმენტების პროექტებს;
ე) პასუხისმგებელია სტრუქტურული ერთეულისათვის დაკისრებული მოვალეობის ჯეროვნად
შესრულებაზე;
ვ) ახორციელებს დეპრტამენტის უფროსის/კურატორი მოადგილის,
სტრუქტურული ერთეულის უფროსის მითითებებს და დავალებებს, კანონმდებლობით განსაზღვრულ
სხვა ფუნქციებს.
6.
დეპარტამენტის სტრუქტურული
ერთეულის უფროსის
(პირველადი სტრუქტურული
ერთეულის ხელმძღვანელის) არყოფნის შემთხვევაში,
მის უფლებამოსილებას ახორციელებს სტრუქტურული ერთეულის
უფროსის მოადგილე
(პირველადი სტრუქტურული
ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე),
ან დეპარტამენტის უფროსის
გადაწყვეტილებით, შესაბამისი
განყოფილების უფროსი
(მეორადი სტრუქტურული
ერთეულის ხელმძღვანელი),
სტრუქტურული ერთეულის
უფროსის მოადგილის და განყოფილების უფროსის არარსებობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის
გადაწყვეტილებით სხვა საჯარო მოხელე.
7.
დეპარტამენტის სტრუქტურული
ერთეულის უფროსის
მოადგილე (პირველადი
სტრუქტურული ერთეულის
ხელმძღვანელის მოადგილე)
ანგარიშვალდებულია სტრუქტურული
ერთეულის უფროსის
(პირველადი სტრუქტურული
ერთეულის ხელმძღვანელის) წინაშე, ხოლო
შესაბამისი განყოფილების
უფროსი (მეორადი
სტრუქტურული ერთეულის
ხელმძღვანელი)
შესაბამისი განყოფილებისთვის
განსაზღვრული უფლებამოსილებისა და დაკისრებული ამოცანების
შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სტრუქტურული ერთეულის უფროსის
(პირველადი სტრუქტურული
ერთეულის ხელმძღვანელის) ან/და
სტრუქტურული ერთეულის
უფროსის მოადგილის
(პირველადი სტრუქტურული
ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის) წინაშე.
მუხლი
7. ინფრასტრუქტურის განვითარებისა და პროექტების მართვის სამსახური
1.
ინფრასტრუქტურის განვითარებისა და პროექტების
მართვის სამსახური
არის დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული
ერთეული.
2. ინფრასტრუქტურის განვითარებისა და პროექტების მართვის
სამსახურში მეორადი სტრუქტურული ერთეულის
სახით შედის:
ა)
ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილება;
ბ)
პროექტების მართვის განყოფილება;
3.
ინფრასტრუქტურის განვითარებისა და პროექტების
მართვის სამსახურის
ძირითადი ამოცანები
და ფუნქციებია:
ა) საგზაო
ინფრასტრუქტურის განვითარების
მოკლევადიანი და
გრძელვადიანი პროგრამების
შემუშავება,
დეპარტამენტის შესაბამის
სტრუქტურულ ერთეულებთან
თანამშრომლობით;
ბ) ყოველწლიურად
განსახორციელებელი საგზაო სამუშაოების გეგმის შემუშავება,
დეპარტამენტის შესაბამის
სტრუქტურულ ერთეულებთან
თანამშრომლობით და
ხელმძღვანელობისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
გ) საგზაო
სამუშაოების დაგეგმვა,
საპროექტო დავალებების გაცემა, საპროექტო
დოკუმენტაციის მომზადების
ეტაპის მონიტორინგი,
წარმოდგენილი საპროექტო
დოკუმენტაციის განხილვა,
ანალიზი და
მიღება;
დ) პროექტების
დაგეგმვის ეტაპზე
პროექტის საწყისი სავარაუდო ფინანსური ანალიზის მომზადება;
ე)
საავტომობილო გზების
ნუსხის შედგენისა
და ნუსხის
დამტკიცების ან
მასში ცვლილებების
შეტანის მიზნით
შესაბამისი წინადადებების მომზადება;
ვ) დასრულებული
საავტომობილო გზების
აღრიცხვა, მიღებული
ობიექტების შესახებ
ინფორმაციის სისტემატიზაცია და დახარისხება;
ზ) კომპეტენციის
ფარგლებში, საგზაო
სამუშაოებისა და
საპროექტო მომსახურების შესყიდვის
განხორციელების მიზნით,
ტექნიკური დავალების
მომზადების ხელშეწყობა
და შესაბამისი
სტრუქტურული ერთეულისათვის მიწოდება;
თ)
საგზაო სამუშაოების
მიმდინარეობისას, საპროექტო
დოკუმენტაციით გათვალისწინებული ძირითადი კონსტრუქციული ცვლილებების
განხილვასა და შესაბამისი წინადადებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ი)
სახიდე გადასასვლელების კვლევის ორგანიზება, გეგმის მომზადება,
მათი შესრულების
მონიტორინგი და
შესაბამისი წინადადების
წარდგენა ხელმძღვანელობისათვის;
კ)
შესაბამისი საგზაო
სამუშაოების, ხელოვნურ
ნაგებობის მიმართ
განსახორციელებელი სამუშაოების,
სხვა სპეციალური
დანიშნულების საგზაო
ნაგებობის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით, შესაბამისი
ტექნიკური დავალებების
შემუშავება;
ლ)
დეპარტამენტის მიერ
საპროექტო მომსახურების
გაწევის მიზნით
გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში,
გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წინადადების
მომზადება და
ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
მ)
საავტომობილო გზების გასწვრივ, სახიდე
გადასასვლელებისა და სხვა სპეციალური
დანიშნულების საგზაო
ნაგებობების მიმდებარედ სხვადასხვა სახის ღონისძიებების მოქმედი
კანონმდებლობის ფარგლებში შეთანხმება და ტექნიკური პირობების გაცემა.
ნ)
საგზაო სამუშაოების
მიმდინარეობის შესრულების
მონიტორინგი და
კონტროლი; გაფორმებული
ხელშეკრულებების და სამუშაოების
გეგმა-გრაფიკების
შესრულების კონტროლი, ხელშეკრულების გაფორმებიდან
სამუშაოების საგარანტიო
პერიოდის ჩათვლით; სამუშაოების მიმდინარეობაზე ანგარიშის მომზადება და
ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი
ინფორმაციის წარდგენა
პროექტების
მიმდინარე მდგომარეობის
შესახებ;
ო)
დეპარტამენტის სხვადასხვა
სტრუქტურულ ერთეულებთან,
მშენებლებთან
და ზედამხედველთან მუდმივი კავშირი და
ინფორმაციის მოძიება/მიღება საავტომობილო
გზებზე არსებული
მდგომარეობის შესახებ.
აღნიშნული ინფორმაციის
დამუშავება, ხელმძღვანელობისათვის სისტემატური
მიწოდება, აგრეთვე,
მოთხოვნის შემთხვევაში
დაინტერესებული პირებისათვის
გაცნობა;
პ)
დეპარტამენტის დაკვეთით
შესაბამისი საგზაო
სამუშაოების განხორციელების მიზნით მშენებლისათვის სამშენებლო
მოედანზე შესვლისა
და სამუშაოების
დათქმულ დროს
დაწყებისათვის სათანადო
პირობების შექმნის
უზრუნველყოფა;
ჟ)
შესაბამისი საგზაო
სამუშოების მიღება (შუალედური და
საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება), ზედამხედველის მიერ დეპარტამენტში წარდგენილი
დოკუმენტაციის ხელშეკრულებებთან შესაბამისობის შემოწმება, საჭიროების
შემთხვევაში შესრულებული
სამუშაოების გადამოწმება
და შედეგების
ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
რ)
საგზაო სამუშაოების
პროცესში წამოჭრილი
პრობლემური საკითხების
შესწავლა და
მათი აღმოფხვრის
მიზნით გასატარებელ
ღონისძიებებზე წინადადებების მომზადება, შემდგომი განხილვისა
და შესაბამისი
გადაწყვეტილების მისაღებად;
ს)
საგზაო სამუშაოთა
წარმოების პროცესში
გამოვლენილი გარემოებების
გათვალისწინებით, პროექტში
აუცილებელი ცვლილებების
განხორციელების და
შემოთავაზებული ალტერნატიული
წინადადებების განხილვა.
დეპარტამენტის შესაბამის
სტრუქტურულ ერთეულებთან
ერთად მომზადებული
და შემუშავებული
წინადადებების ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
ტ)
ზედამხედველის მიერ
საგზაო სამუშაოების
მიმდინარეობაზე დეპარტამენტში წარდგენილი ანგარიშების განხილვა
და საჭიროებისამებრ შესაბამისი წინადადებების მომზადება;
უ)
დასრულებული სამუშაოებისა და
შესაბამისი ექსპერტიზის (არსებობის შემთხვევაში) მიღებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების
უზრუნველყოფა და
საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
ფ)
კომპეტენციის ფარგლებში,
შესაბამისი საგზაო
სამუშაოების ყოველწლიური
გეგმების შემუშავებაში
მონაწილეობის მიღება;
ქ)
ზედამხედველის მიერ
დეპარტამენტში წარდგენილი
დოკუმენტაციის, ზედამხედველთან გაფორმებული ხელშეკრულებების პირობებთან
შესაბამისობის შემოწმება
და მათი
დეპარტამენტის შესაბამის
სტრუქტურულ ერთეულებში
გადაგზავნა შესაბამისი
ღონისძიებების განხორციელების მიზნით;
ღ)
კომპეტენციის ფარგლებში,
ყოველი წლის
ბოლოს გარდამავალ
ობიექტებზე დარჩენილი
შესაბამისი საგზაო
სამუშაოების დადგენა
მომავალი წლის
შესყიდვის გეგმის
განსაზღვრის ხელშეწყობის
მიზნით;
ყ)
საჭიროების შემთხვევაში,
საგზაო სამუშაოებზე
ტექნიკური ზედამხედველობის უზრუნველყოფა;
შ)
მშენებლების ან/და ზედამხედველის მიერ
ხელშეკრულების პირობების
დარღვევის შემთხვევაში,
მათ მიმართ გასატარებელი
ღონისძიებების შესახებ
წინადადების
მომზადება და
ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
ჩ)
კომპეტენციის ფარგლებში,
შესაბამისი შესყიდვის
განხორციელების მიზნით,
ტექნიკური დავალების
მომზადების ხელშეწყობა
და შესაბამისი
სტრუქტურული ერთეულისათვის მიწოდება;
ც) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი
სამართლებრივი აქტების
პროექტების შემუშავება
ან/და
შემუშავებაში მონაწილეობა;
ძ)
კომპეტენციის ფარგლებში,
სამსახურში შესული
კორესპონდენციის განხილვა
და შესაბამისი
პასუხის პროექტის
მომზადება;
წ)
დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ, სამსახურის კომპეტენციის
ფარგლებში, დაკისრებულ
სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ
შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ერთეულების
კომპეტენციაში და
მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და
ამოცანებს;
ჭ)
სამსახურის კომპეტენციის
ფარგლებში, საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
4.
ამ მუხლის მე -3 პუნქტის:
ა)
„ა“-„მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს ინფრასტრუქტურის განვითარებისა და პროექტების მართვის სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარების
განყოფილება;
ბ)
„ნ“-„შ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს ინფრასტრუქტურის განვითარებისა და პროექტების მართვის სამსახურის პროექტების მართვის
განყოფილება;
გ)
„ჩ“-„ჭ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ინფრასტრუქტურის განვითარებისა და პროექტების
მართვის სამსახურის ყველა განყოფილება ასრულებს კომპეტენციის ფარგლებში.
მუხლი 8. ლოჯისტიკისა და ქონების
მოვლა-შენახვის სამსახური
1. ლოჯისტიკისა და
ქონების მოვლა-შენახვის სამსახური არის
დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეული.
2. ლოჯისტიკისა და
ქონების მოვლა-შენახვის სამსახურში მეორადი სტრუქტურული ერთეულის
სახით შედის:
ა)
ქონების მართვისა და ლოჯისტიკის განყოფილება;
ბ) ქობულეთის განყოფილება;
გ) ხელვაჩაურის განყოფილება;
დ) ქედის განყოფილება;
ე) შუახევის განყოფილება;
ვ) ხულოს განყოფილება.
3. ლოჯისტიკისა და
ქონების მოვლა-შენახვის სამსახურის ძირითადი
ამოცანები და
ფუნქციებია:
ა)
დეპარტამენტის ქონების
აღრიცხვა, ძირითადი
საშუალებების, სასაქონლო მატერიალური ფასეულობების
პერიოდული ინვენტარიზაციის ჩატარება, აუცილებელი კაპიტალური
და მიმდინარე
სარემონტო სამუშაოების
მოცულობის განსაზღვრა
და განხორციელების ხელშეწყობა, საჭიროების შემთხვევაში
სათანადო დეფექტური
აქტების, ხარჯთანუსხების, პროექტების განხილვა
და დასამტკიცებლად მომზადება;
ბ)
დეპარტამენტის ქონების, სასაქონლო მატერიალური
ფასეულობების და
მექანიზმების აღრიცხვის, მოვლა-შენახვისა და
გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება და მათი დაცვის კონტროლი;
გ) დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების, სპეცტექნიკისა და მექანიზმების
გამართული მუშაობის
უზრუნველსაყოფად მათი
სათადარიგო ნაწილებითა
და საპოხი
მასალებით უზრუნველყოფა (ტექნიკური გამართულობა);
დ)
დეპარტამენტის მიერ
შესყიდული სასაქონლო მატერიალური ფასეულობების მიღება, აღრიცხვა,
დასაწყობება და
დეპარტამენტის საჯარო
მოსამსახურეთა მოთხოვნით,
მატერიალურ ფასეულობათა
დროულად მიწოდება
და შესაბამისი
დოკუმენტაციის წარმოება;
ე)
კომპეტენციის ფარგლებში,
დეპარტამენტში არსებულ
ძირითად საშუალებათა
ბალანსიდან ჩამოწერასა და
ქონების განკარგვასთან დაკავშირებით დოკუმენტაციის, წინადადებების მომზადება და შესაბამის
დაწესებულებებთან კოორდინაცია;
ვ)
წლის განმავლობაში
დეპარტამენტის სტრუქტურული
ერთეულების მიერ
მოთხოვნილი სასაქონლო მატერიალური ფასეულობების, შესყიდული საქონლის, მომსახურებისა და სამსახურის მიერ გაწეული/გასაწევი
სამუშაოების ანალიზი და
მომდევნო წლის
შესყიდვების გეგმაში
მათი ასახვის
მიზნით შესაბამისი
წინადადებების მომზადება;
ზ)
თავისი კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის ქონების მართვის, ლოჯისტიკისა და საგზაო ინფრასტრუქტურის
მოვლა-შენახვის საკითხებთან დაკავშირებით
დეპარტამენტის მიერ
გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში,
გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წინადადების
მომზადება და
ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
თ) საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის სამუშაოებზე
პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავება, დამტკიცების შემდეგ
დადგენილი წესით
მათი რეალიზაციის პროცესში მონაწილეობა და
კონტროლის განხორციელება;
ი) დეპარტამენტის ქონების მართვის, ლოჯისტიკისა და საგზაო ინფრასტრუქტურის
მოვლა-შენახვის საკითხებთან დაკავშირებით
გაფორმებული ხელშეკრულებების და
სამუშაოების გეგმა-გრაფიკების შესრულების
კონტროლი, ხელშეკრულების გაფორმებიდან სამუშაოების
საგარანტიო პერიოდის
ჩათვლით;
მუნიციპალიტეტებიდან პროექტის მიმდინარე მდგომარეობის
შესახებ წარმოდგენილი ინფორმაციის განხილვა, შეჯამება, ანგარიშის მომზადება
და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
კ) საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის სამუშაოების
მიმდინარეობის პროცესში
გამოვლენილი პრობლემური
საკითხების შესწავლაში მონაწილეობა,
დეპარტამენტის შესაბამის
სტრუქტურულ ერთეულებთან განხილვა და
ხელმძღვანელობის წინაშე
პრობლემური საკითხების
აღმოფხვრის მიზნით
წინადადებების წარდგენა;
ლ) კომპეტენციის
ფარგლებში, შესაბამისი შესყიდვის განხორციელების მიზნით, ტექნიკური დავალების მომზადების ხელშეწყობა
და შესაბამისი
სტრუქტურული ერთეულისათვის მიწოდება;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი
სამართლებრივი აქტების
პროექტების შემუშავება
ან/და
შემუშავებაში მონაწილეობა;
ნ)
შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის სამუშაოებზე
პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავებაში მონაწილეობა, დამტკიცების
შემდეგ დადგენილი
წესით მათი
რეალიზაცია და
კონტროლის განხორციელება;
ო) შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის სამუშაოების
მიმდინარეობის და შესრულების მონიტორინგი და კონტროლი; გაფორმებული
ხელშეკრულებების და სამუშაოების
გეგმა-გრაფიკების
შესრულების მონიტორინგი,
ხელშეკრულების გაფორმებიდან
სამუშაოების საგარანტიო
პერიოდის ჩათვლით; სამუშაოების მიმდინარეობაზე ანგარიშის მომზადება და
ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი
ინფორმაციის წარდგენა
პროექტის მიმდინარე
მდგომარეობის შესახებ;
პ) შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის სამუშაოებზე დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა
საქმიანობის ყოველდღიური მონიტორინგი და კონტროლი;
ჟ) შესაბამისი მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის
სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში გამოვლენილი პრობლემური
საკითხების შესწავლა,
დეპარტამენტის შესაბამის
სტრუქტურულ ერთეულებთან