გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს!

05 ოქტომბერი, 2020

მასწავლებლობა ერთ-ერთი ყველაზე საპატიო, საპასუხისმგებლო და ღირსეული პროფესიაა. წარმატებული ქვეყნის საწინდარი განათლებული მომავალი თაობაა, რაც მასწავლებლების უდიდეს ძალისხმევასა და მუხლჩაუხრელ შრომასთანაა დაკავშირებული.

ძვირფასო მასწავლებლებო, თქვენ ყოველთვის დგახართ ჩვენი ქვეყნის მომავლის სადარაჯოზე და ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა ახლა, პანდემიის გამო შექმნილ ვითარებაში. ამ ურთულეს გამოწვევას პასუხობთ გაათმაგებული შრომით, პასუხისმგებლობითა და სიყვარულით.

გილოცავთ თქვენს პროფესიულ დღეს და მადლობას გიხდით ფასდაუდებელი საქმიანობისთვის!

გისურვებთ ჯანმრთელობას, წინსვლასა და კიდევ არაერთი წარმატებული მომავალი თაობის აღზრდას!

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4930123456
5078910111213
5114151617181920
5221222324252627
5328293031123
0145678910

ცხელი ხაზი

144

სოციალური ქსელები

ბმულები