აჭარაში მყარი ნარჩენების მართვის პროექტი დასკვნით ეტაპზეა

12 ოქტომბერი, 2020

აჭარაში მყარი ნარჩენების მართვის პროექტი დასკვნით ეტაპზეა. პროექტის დასრულების შემდეგ, ბათუმსა და ქობულეთში არსებული ნაგავსაყრელები დაიხურება.

პროექტი აჭარაში მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვას, აჭარაში ეკოლოგიური, სოციალური, ტურისტული გარემოს გაუმჯობესებას და ალტერნატიული ენერგიის მიღებას უზრუნველყოფს.

მიმდინარე სამუშაოები ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დაათვალიერა. მისი თქმით, პროექტი დასკვნით ეტაპზეა, რაც ნიშნავს იმას, რომ აჭარაში არსებული ყველა უკანონო, გარემოსთან შეუსაბამო ნაგავსაყრელი დაიხურება. „ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის თვალსაზრისით და ასევე, ტურისტული პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის გვექნება ახალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რომელიც საშუალებას მოგვცემს გავაუმჯობესოთ ეკოლოგია ბათუმელებისთვის, აჭარის რეგიონის მცხოვრებლებისთვის“- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

პროექტის ფარგლებში ადგილზე თბოელექტროსადგურის  განთავსდება. პროექტი დაფინანსებულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(SIDA) მიერ და მისი ღირებულება 7 მლნ ევროს შეადგენს.

ნარჩენების მართვის პროექტი ახალი სანიტარული ნარჩენების მართვის ობიექტის და მისასვლელი გზის მშენებლობას, ასევე ბათუმისა და ქობულეთის არასტანდარტული მოქმედი ნაგავსაყრელების ეტაპობრივ დახურვას ითვალისწინებს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4930123456
5078910111213
5114151617181920
5221222324252627
5328293031123
0145678910

ცხელი ხაზი

144

სოციალური ქსელები

ბმულები