უჩხოს კანიონი მალე კანიონინგის მოყვარულების მისაღებად მზად იქნება

17 ნოემბერი, 2020

აჭარაში, უჩხოს კანიონზე ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულდა. ულამაზესი კილომეტრნახევრიანი კანიონის დალაშქვრისას მოგზაურებს 12 კასკადოვან ჩანჩქერზე თოკებით დაშვება მალე შეეძლებათ. უჩხოს მიმართულება არის პირველი კანიონინგის ტურისტული მარშრუტი აჭარაში, რომელიც კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის რეგიონის ტურისტულ პროდუქტებს.

 

კანიონის უსაფრთხოდ დალაშქვრაში  ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებს სპეციალურად გადამზადებული ინსტრუქტორები დაეხმარებიან. მნიშვნელოვანია, რომ კანიონინგის ინსტრუქტორებად უჩხოს ხეობაში გიდები შეირჩნენ, რომლებმაც თეორიულ-პრაქტიკული სწავლებები სამეგრელოსა და უჩხოს ხეობაში გაიარეს.

 

პროექტს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ევროკავშირის დაფინანსებითა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ანხორციელებს. უჩხოს კანიონის მომზადებას კი ყველა საერთაშორისო სტანდარტის და გამოცდილების გათვალისწინებით, მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის წევრი კლუბი ,,კანიონინგი საქართველო’’ უზრულველყოფს.


კალენდარი

<<
<ივნისი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2231123456
2378910111213
2414151617181920
2521222324252627
262829301234
27567891011

ცხელი ხაზი

995(422)27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები