აჭარაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარეაბილოტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

02 დეკემბერი, 2020

აჭარაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარეაბილოტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ პეტრას ციხის და  წმ.თეოდორე აჭარელის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

ფონდი „ქართუს’’ ფინანსური უზრუნველყოფით ბათუმში აქტიურად მიმდინარეობს  წმ.თეოდორე აჭარელის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის ბიუჯეტი 700 ათას ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე ეკლესიის შიდა სამუშაოები და ეზოს მოპირკეთება მიმდინარეობს.

პეტრას ციხე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს  ინიციატივით ხორციელდება. პროექტის ბიუჯეტი 2 200 000 ლარია. ციხის ტერიტორიაზე მოეწყო ადაპტირებული ბილიკები, ვიზიტორთა ცენტრი, საექსპოზიციო ნაგებობები და ავტოსადგომი.

სამუშაოები  დასკვნით ეტაპზეა. შშმ პირებისთვის 6 ლიფტის მოწყობაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3528293031123
3645678910
3711121314151617
3818192021222324
392526272829301
402345678

ცხელი ხაზი

995(422)27-20-00

სოციალური ქსელები

ბმულები