აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა თორნიკე რიჟვაძემ უმაღლესი საბჭოს წინაშე 2021-2024 წლის სამოქმედო გეგმა და სამთავრობო გუნდი წარადგინა

24 დეკემბერი, 2020

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა თორნიკე რიჟვაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა კოვიდპანდემიის დროს მთავრობის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე. 
გლობალური პანდემიის გავრცელებისთანავე საქართველოს ხელისუფლებასთან კოორდინაციაში არაერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა, რომელიც მიმართული იყო ვირუსის მართვის, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვის, პანდემიის შეკავების, შესაბამისი მატერიალური და ტექნიკური თუ ადამიანური რესურსის გამართვის უზრუნველყოფის მიმართულებით.
უმოკლეს დროში უახლესი სამედიცინო ინვენტარით აღიჭურვა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, კლინიკაში COVID19-ის მართვის ცენტრი განთავსდა. 

პანდემიის პერიოდში ონლაინ კლინიკებში ოჯახის ექიმების მეთვალყურეობის სერვისებით ისარგებლა 29 525 პაციენტმა, კოვიდსასტუმროში მკურნალობა ჩაიტარა 13 670 პირმა, ხოლო ჰოსპიტალიზაციას დაექვემდებარა 9 744 პაციენტი. 

აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში მცხოვრები 30 000 მდე სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის სასურსათო კალათების შესაძენად 367 332 ლარი გამოიყო. 
რეგიონში სულ მოწყობილი იყო 60 საკარანტინე ზონა, მათ შორის 9 კოვიდ და 2 ცხელების სასტუმრო. ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეების ხელშეწყობის მიზნით, მიღებულ იქნა არაერთი გადაწყვეტილება კომუნალური ხარჯების სრულად დაფარვის მიზნით, განხორციელდა საბანკო სესხების გადავადება.

თორნიკე რიჟვაძემ ისაუბრა ასევე იმ სიახლეებზე, რაც ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით არის დაგეგმილი. მისი თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფო უნდა გახდეს მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკა და რეგიონში უნდა გაგრძელდეს სოციალური სახლების მშენებლობა.

ჯანდაცვის კუთხით გაძლიერდება კორონავირუსის მართვისთვის ყველა საჭირო ღონისძიების მხარდაჭერა, როგორც ადამიანური რესურსის, ისე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის დახვეწისა და პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდების მიმართულებით. 

გაგრძელდება ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების, გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურების, ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება. 

2021 წლიდან ამუშავდება ახალი პროგრამა - სოციალურად მოწყვლადი მოსახლეობის "სასურსათო კალათით" უზრუნველყოფა. გაგრძელდება დაავადების ადრეული გამოვლენისა და დიაგნოსტიკის პრევენციული ღონისძიებები.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<იანვარი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
5328293031123
0145678910
0211121314151617
0318192021222324
0425262728293031
051234567

ცხელი ხაზი

144

სოციალური ქსელები

ბმულები