ქობულეთური კერძები ახალ ვიდეორგოლშია წარმოჩენილი

14 იანვარი, 2021

აჭარული სამზარეულოს საიმიჯო რგოლის შემდეგ ონლაინ სივრცეში, უკვე ქობულეთური სამზარეულოს ვიდეორგოლი გამოჩნდა. კლიპი, რომელშიც ამ კუთხისთვის დამახასიათებელი უგემრიელესი  კერძები და დესერტია წარმოჩენილი, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ქობულეთური სამზარეულოს პოპულარიზაციის მიზნით გადაიღო. რგოლში წარმოდგენილი კერძები - მაჯუნი, იახნი და აჩმა ცნობილმა შეფმზარეულმა მიშა ავსაჯანაშვილმა ადგილობრივ მზარეულ როინ ფაღავასთან ერთად მოამზადა. ვიდეოგადაღებები ქობულეთის სოფელ ლეღვაში, 170 წლის სახლის ეზოში, ულამაზეს გარემოში  მიმდინარეობდა.

 

ქობულეთური სამზარეულოს შესახებ, ასევე მომზადდა ვიდეოგაკვეთილები და ფოტორეცეპტები, სადაც მზარეულებმა კერძების, როგორც ტრადიციული ისე თანამედროვე ვარიაციები წარმოადგინეს. საიმიჯო რგოლების, ვიდეოგაკვეთილების, ფოტორეცეპტების, ისევე როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ტრენინგ-სემინარების, ნახვა მსურველებს სერვისების ახალ ონლაინპლატფორმაზე იანვრიდან  შეეძლებათ.

 

პროექტზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დაკვეთით ქართული სამზარეულოს, ქართული კულინარიის განვითარებისა და პოპულარიზაციის ასოციაციამ იმუშავა. ვიდეორგოლი სარეკლამო კომპანიამ რედპოინტი გადაიღო, მუსიკა კი  ჯგუფმა „ინსაითი“ სპეციალურად ვიდერგოლისთვის დაწერა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<თებერვალი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
051234567
06891011121314
0715161718192021
0822232425262728
091234567
10891011121314

ცხელი ხაზი

995(422)27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები