ინფრასტრუქტურული პროექტები

23 იანვარი, 2021

🔵 დღეს, აჭარის განათლების,კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე, ჯემალ სურმანიძე ხელვაჩაურის, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებში მიმდინარე და განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.
🔵აქტიურად მიმდინარეობს სამინისტროს მიერ 2020 წელს დაწყებული პროექტები, მათ შორის, სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის მოწესრიგება.
🔵სველი წერტილები მოწესრიგდა აჭარისწყალის, სხეფისა და ბარათაულის საჯარო სკოლებში. შუახევის მუნიციპალიტეტეში სოფელ სხეფის საჯარო სკოლაში მოეწყო ცენტრალური გათბობის სისტემა, განხორციელდა იატაკების რეაბილიტაცია. აღნიშნულ საჯარო სკოლებში სხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები 2021 წელსაც გაგრძელდება.
🔵აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში რეაბილიტირდა ქედის მუნიციპალიტეტში სოფელ დანდალოს N1 სკოლის სპორტული და სააქტო დარბაზები, ასევე, მოეწყო ცენტრალური გათბობა და სველი წერტილები.
🔵აღნიშნული პროგრამის ფარგლებში რეაბილიტირდა უჩხითის საჯარო სკოლის სახურავი და ფასადი, კეთილმოეწყო ეზო. ასევე, განხორციელდა გეგელიძეების საჯარო სკოლის სახურავის რეაბილიტაცია, მოეწყო ცენტრალური გათბობა და სველი წერტილები. რეაბილიტაცია გაგრძელდება 2021 წელსაც.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<თებერვალი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
051234567
06891011121314
0715161718192021
0822232425262728
091234567
10891011121314

ცხელი ხაზი

995(422)27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები