სახვითი ხელოვნების კონკურსი
18 მარტი, 2021
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ქვეპროგრამის „კონკურსები და ოლიმპიადები“ ფარგლებში ატარებს სახვითი ხელოვნების კონკურსს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ აჭარის ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების V-IX კლასების მოსწავლეები კატეგორიების შესაბამისად:
-
I კატეგორია - V-VI კლასები;
-
II კატეგორია - VII - IX კლასები.
კონკურსის პირველი ტური ჩატარდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2021 წლის 1 აპრილს V-VI კლასების
მოსწავლეებისთვის, ხოლო 2 აპრილს VII - IX კლასების მოსწავლეებისთვის.
კონკურსში მონაწილეობისათვის რეგისტრაცია გაიარა V- IX კლასების 1400 მოსწავლემ.
მოსწავლეებს, რომლებმაც ობიექტური მიზეზების გამო სახვითი ხელოვნების კონკურსში მოსწავლეთა რეგისტრაციისათვის განსაზღვრულ პერიოდში ვერ დარეგისტრირდნენ,
უფლება აქვთ რეგისტრაცია გაიარონ სახვითი ხელოვნების კონკურსის პირველი ტურის დაწყებამდე.
იხილეთ გალერეა