ლიტერატურული მარათონი
22 მარტი, 2021
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ქვეპროგრამის „კონკურსები და ოლიმპიადები“ ფარგლებში ატარებს ლიტერატურულ მარათონს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ აჭარის ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების VII – XII კლასების მოსწავლეები კატეგორიების შესაბამისად:
- I კატეგორია VII – IX კლასები;
- II კატეგორია X - XII კლასები.
კონკურსის პირველი ტური ჩატარდება ელექტრონულად სამინისტროს, www.moecs.ge, ვებ გვერდზე განთავსებული ტესტების საშუალებით:
I კატეგორიის (VII – IX კლასები) მოსწავლეებისათვის 24 აპრილს დღის 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, II კატეგორიის (X - XII კლასები) მოსწავლეებისათვის 25 აპრილს დღის 11:00 საათიდან 14:00 საათამდე.
კონკურსში მონაწილეობისათვის რეგისტრაცია გაიარა VII - XII კლასების 1623 მოსწავლემ.
მოსწავლეებს, რომლებმაც ობიექტური მიზეზების გამო ლიტერატურულ მარათონში კონკურსში მოსწავლეთა რეგისტრაციისათვის განსაზღვრულ პერიოდში ვერ დარეგისტრირდნენ, უფლება აქვთ რეგისტრაცია გაიარონ ლიტერატურული მარათონის კონკურსის პირველი ტურის დაწყებამდე.
იხილეთ გალერეა