ასი წელი ბათუმის გათავისუფლებიდან

23 მარტი, 2021

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ქალაქ ბათუმის მერთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების საფლავი ყვავილებით შეამკო. მემორიალთან შეკრებილებმა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპული გმირები გაიხსენეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

„დღეს პატივს მივაგებთ ბათუმის გათავისუფლებისთვის მებრძოლ გმირებს, რომლებმაც 100 წლის წინ საქართველოს ერთიანობასა და თავისუფლებას შესწირეს სიცოცხლე. 1921 წელს ქართველმა გენერალმა გიორგი მაზნიაშვილმა თურქეთის საჯარისო ნაწილების მიერ დაკავებული ბათუმი გაათავისუფლა“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

1921 წლის მარტს თურქეთის საჯარისო ნაწილებმა ბათუმის ოლქი დაიკავეს. ქართველმა გენერალმა გიორგი მაზნიაშვილმა თურქეთის საჯარისო ნაწილების მიერ დაკავებული ბათუმი გაათავისუფლა. 

ბათუმის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა დღე ყოველი წლის 23 მარტს აღინიშნება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2231123456
2378910111213
2414151617181920
2521222324252627
262829301234
27567891011

ცხელი ხაზი

995(422)27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები