ფრანკოფონია 2021

23 მარტი, 2021

20 მარტი ფრანკოფონიის საერთაშორისო დღეა. დღეს, კვირეულის ფარგლებში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და ქალაქ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში ღონისძიებას დაესწრნენ. „ჩვენი ევროპული ქალაქი კიდევ ერთხელ უერთდება ფრანკოფონიას და ძალიან მიხარია, რომ დიდია ფრანგული ენის მიმართ ინტერესი და ეს ნამდვილად საფრანგეთის საელჩოს და ჩვენი პედაგოგების დამსახურებაა. უპრეცენდენტოა ჩვენი რეგიონისა და საფრანგეთის ურთიერთობა. ფრანგულენოვანმა რეგიონებმა ევროოდისეის ფარგლებში 95 სტაჟიორს უმასპინძლა. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ წელს ვუმასპინძლებთ ფრანგულენოვან სტაჟიორებს, რომლებიც გადანაწილდებიან საჯარო და კერძო სკოლებში. ბუნებრივია ჩვენ მხარს ვუჭერთ საფრანგეთში განა თლების მიღების მსურველ სტუდენტებსაც. მადლობა მინდა გადავუხადო საფრანგეთის ელჩს თანადგომისთვის“- აღნიშნა მაია ხაჯიშვილმა. ბიბლიოთეკაში ფრანგული რარიტეტული ფონდის, ქართულად ნათარგმნი ფრანგულენოვანი ლიტერატურის, ჟორჟ სიმენონის ბათუმში მოგზაურობის ამსახველი ფოტოებისა და ბათუმელი მოსწავლეების მიერ შესრულებული ნახატების ფოტოგამოფენა გაიმართა. დღესვე, კვირეულის ფარგლებში, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, მინისტრის მოადგილემ აკაკი ძნელაძემ, დარგობრივი დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან ერთად ფრანგული ინსტიტუტის დირექტორს, საქართველოში საფრანგეთის ელჩის მრჩეველს კულტურისა და თანამშრომლობის საკითხებში პიერ კლუეს უმასპინძლა. შეხვედრაზე საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, განათლებისა და კულტურის მიმართულებით რეგიონში განხორციელებული და სამომავლო პროექტების შესახებ ისაუბრეს. მინისტრის მოადგილემ იმ კულტურული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა, რომლებიც მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება. მან აღნიშნა, რომ 2020 წელს საფრანგეთში, პარიზში გაიმართა აჭარაში მოღვაწე მხატვრების გამოფენა, აღსანიშნავია, რომ ამ გამოფენის მასპინძელი ქვეყანა იყო საქართველო, კონკრეტულად კი აჭარის რეგიონი. ფრანგული ინსტიტუტის დირექტორმა, საქართველოში საფრანგეთის ელჩის მრჩეველმა კულტურისა და თანამშრომლობის საკითხებში პიერ კლუემ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში სკოლა-ლიცეუმ მასტერკლასის მოსწავლეების მიერ ფრანგულ თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები დაათვალიერა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აპრილი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
132930311234
14567891011
1512131415161718
1619202122232425
17262728293012
183456789

ცხელი ხაზი

995(422)27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები