სიმბოლოები

03 მარტი, 2014

აჭარის დროშა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშა არის მართკუთხა ქსოვილი პროპორციით 2/3, რომელსაც გაჰკვეთს შვიდი ჰორიზონტალური ზოლი: 1-3-5-7 ზოლი ლაჟვარდის ფერი, ხოლო 2-4-6 ზოლი თეთრი ფერის. დროშის ზედა მარჯვენა კუთხეში გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო დროშა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის გამოსახულება თან ერთვის ამ კონსტიტუციას. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის გამოყენების წესი განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშა ზომით საქართველოს სახელმწიფო დროშის სამი მეხუთედია. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ოფიციალური ღონისძიებების ჩატარებისას სრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში საქართველოს სახელმწიფო დროშასთან ერთად გამოიფინება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშა, ხოლო საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვისას აღიმართება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშაც.


აჭარის გერბი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბი წარმოადგენს ტალღისებურად გადაკვეთილ ჰერალდიკურ ფარს, ცენტრში მცირე ჰერალდიკური ფარით. მცირე ჰერალდიკურ ფარზე მეწამურ ველზე გამოსახულია ოქროს ჯვრის ბუნიანი, ვერცხლის შუბოსანი, ვერცხლის გველეშაპის განმგმირავი, ვერცხლის ცხენზე ამხედრებული ოქროს შარავანდედიანი ვერცხლის მხედარი – წმინდა გიორგი. ფარის პირველ ნაწილში მწვანე ველზე გამოსახულია ოქროს ციხე. ფარის მეორე ნაწილში ლაჟვარდ ველზე გამოსახულია სამი ოქროს მონეტა ორი ერთზე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბის გამოსახულება თან ერთვის ამ კონსტიტუციას. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბის გამოყენების წესი განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ოფიციალური ღონისძიებების ჩატარებისას სრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში საქართველოს სახელმწიფო გერბთან ერთად გამოიფინება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბიც.


კალენდარი

<<
<მარტი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
09272812345
106789101112
1113141516171819
1220212223242526
13272829303112
143456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები