ისტორია და რუქები

03 მარტი, 2014

აჭარა, ისევე როგორც მთელი საქართველო, რთული და მრავალფეროვანი წარსულის მქონეა. როგორც ისტორიულ-გეოგრაფიული ერთეული, იგი უძველესი ხანიდანაა ცნობილი. მეცნიერთა აზრით, ეს ტერიტორია ახალი ქვის ხანიდან უნდა იყოს დასახლებული. ამ ხანის ძეგლები მაღალმთიან კურორტ ბეშუმთანაა ნაპოვნი. მდ. ჭოროხის აუზი ბრინჯაოს მეტალურგიის ერთ-ერთი ძირითადი კერა იყო. ამდენად აჭარის ტერიტორიაზე მრავლად მოიპოვება ბრინჯაოსა და ადრე რკინის ხანის ძეგლები. აჭარას კარგად იცნობდა ანტიკური სამყარო, რომელსაც აქტიური კულტურული და სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა კოლხეთის სამეფოსთან.

ქართულ მატიანეში აჭარა პირველად მოიხსენიება ძვ. წ. აღ.-ის III საუკუნეში, როგორც ქართლის სამეფოს ნაწილი. საქართველოში პირველად აქ დაირწა ქრისტიანობის აკვანი. ეს უდიდესი მნიშვნელობის ისტორიული მოვლენა უკავშირდება ქრისტეს მოციქულს - ანდრია პირველწოდებულს, რომელიც შემოვიდა აჭარაში და იქადაგა ქრისტიანობა.

შუა საუკუნეების აჭარაში კარგად იყო განვითარებული არქიტექტურა, მწერლობა, წიგნების გადაწერა, ხისა და ტყავის დამუშავება.

XVII საუკუნეში აჭარა ოსმალებმა დაიპყრეს. 1609 წელს ის გათავისუფლდა და გურიის სამთავროს შეუერთდა. 1614 წელს კი კვლავ ოსმალების ხელში აღმოჩნდა და 1878 წელს, რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად აჭარა ისევ დედა-საქართველოს დაუბრუნდა. მთელი ამ დროის მანძილზე ადგილობრივი მოსახლეობა თაობიდან თაობას გადასცემდა ქართულ და მართმადიდებლურ ადათებსა და ტრადიციებს, იცავდა მშობლიურ ენას.

XIX საუკუნის ბოლოდან დაიწყო ახალი ეტაპი აჭარის ისტორიაში. რეგიონი ეკონომიკური და სოციალური აღმავლობის გზას დაადგა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, 1921 წელს, აჭარა გამოცხადდა ავტონომიურ რესპუბლიკად. ამ სტატუსს ის დღემდე ინარჩუნებს.


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული თვითმართველი ერთეულები


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
392526272829301
402345678
419101112131415
4216171819202122
4323242526272829
44303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები