აჭარის შესახებ

03 მარტი, 2014

ადმინისტრაციული ცენტრი: ქ. ბათუმი

ფართობი:  2 900 კმ²

მოსახლეობა:  336 500 (2015 წლის იანვრის მონაცემებით)

მოსაზღვრე რეგიონები:  გურია (ჩრდილოეთით), ახალციხე (აღმოსავლეთით), კარჩხალის ქედი (სამხრეთით), არსიანის მთა (დასავლეთით).

დასახლებული პუნქტები

ქალაქი : ბათუმიქობულეთი.

დაბა : მახინჯაური, ჩაქვი, ოჩხამური, ქედახელვაჩაურიშუახევიხულო.

სოფელი: 333

მდებარეობა:  საქართველოს სამხრეთ-დასავლეთი, შავი ზღვის სანაპირო ზოლი

კლიმატი: ზომიერად სუბტროპიკული

ადგილობრივი მმართველობა:

აჭარის ა/რ მთავრობა. მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე.

აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭო. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ავთანდილ ბერიძე.

აჭარა საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი და უძველესი ისტორიული კუთხეა საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, შავი ზღვის სანაპიროზე. აჭარის ტერიტორიის უმეტესი ნაწილი მთებსა და ღრმა ხეობებს უჭირავს, ზღვისპირა ფართობი კი ქობულეთისა და კახაბრის ვაკე-დაბლობებს. მესხეთის, შავშეთისა და არსიანის ქედებს შორის განლაგებულია აჭარის ქვაბული. ზღვისპირა ვაკე-დაბლობზე ჭარბი ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა, იცის ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული. მაღალმთიანეთში ნოტიო ჰავაა, ზამთარი ზომიერად ცივი, ზაფხული თბილი. აჭარა გამოირჩევა ხელსაყრელი, თბილი ჰავით. ბუნებრივ გარემოში გვხვდება ცხოველთა მრავალფეროვანი სამყარო, მრავალსაუკუნოვანი არქეოლოგიური, ისტორიული და არქიტექტურული ძეგლები.

სახელწოდება აჭარა VII ს-დან გვხვდება და სავარაუდოდ უკავშირდება გეოგრაფიულ სახელებს –აჭი, საჭანო. ჯერ კიდევ "ფარნავაზის ცხოვრებაში" (I ძვ.წ.) აჭარა მოხსენიებულია მხარედ, რომელიც ზღვამდე აღწევდა და თავისი განუმეორებელი ბუნებით დამპყრობლებს იზიდავდა. ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება "აჭარის ქვეყნად". იგი იყოფოდა ორ ძირითად ნაწილად - ზემო აჭარად და ქვემო აჭარად. ცენტრალურ ნაწილს შუახევი ერქვა. აჭარა მესხეთის ნაწილს შეადგენდა. უძველესი დროიდან აჭარა სხვადასხვა რეგიონის შემადგენლობაში შედიოდა. თავდაპირველად იგი ტაო-კლარჯეთის, მესხეთის, შემდეგ  სამცხე საათაბაგოს, მოგვიანებით კი გურიის ნაწილს წარმოადგენდა. აჭარა საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების  პირველი კერა იყო. სწორედ აჭარიდან შემოვიდა ანდრია პირველწოდებული და ნინო კაპადოკიელი ქრისტიანობის საქადაგებლად. ისტორიკოსებისა და არქეოლოგების ვარაუდით აჭარაში, გონიოს ციხის ტერიტორიაზე აღმოჩნდა ასევე ქრისტეს ერთ-ერთი მოციქულის მატათას საფლავიც. ქრისტიანობის გავრცელებას აჭარაში ძალიან ბევრი ისტორიული ფაქტი, ლეგენდა და ტოპონიმი უკავშირდება. თითქმის ყველა გეოგრაფიული სახელწოდება აჭარის ტერიტორიაზე ადგილობრივ ქრისტიანთა სამშობლოსათვის ბრძოლასა და მართლმადიდებელი სარწმუნოებისთვის თავდადებას უკავშირდება.

1877–78 წლების რუსეთ–ოსმალეთის ომის შემდეგ აჭარის ტერიტორია რუსეთის იმპერიის ფარგლებში მოექცა ბათუმის ოლქის სახელით. 1918-20 წლებში ოკუპირებული იყო ჯერ თურქების, შემდეგ ინგლისელების მიერ. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, 1921 წელს დაარსდა აჭარის ავტონომიური რესუბლიკა საქართველოს შემადგენლობაში. 1990 წლის ბოლოდან ეწოდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა. ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით საკანონმდებლო ორგანოა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო (30 წევრი), რომელიც ირჩევა 4 წლის ვადით. რეგიონის აღმასრულებელ ხელისუფლებას წარმოადგენს აჭარის ა/რ მთავრობა. მთავრობა შედგება მთავრობის თავმჯდომარისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრებისაგან - განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი; სოფლის მეურნეობის მინისტრი; ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი; და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

აჭარა ძირითადად აგრარული რეგიონია, სადაც მისდევენ სუბტროპიკული კულტურების, ჩაისა და ციტრუსების მოყვანას. სტრატეგიული დარგებია: ტურიზმი, სოფლის მეურნეობა და ნავთობის მრეწველობა.   ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან ნავთობი გადის  საზღვაო ტრანსპორტით სხვადასხვა ქვეყნებში. ასევე ბათუმი  წარმოადგენს საქართველოს გაზსადენის ბოლო პუნქტს. ჯერ კიდევ გასულ საუკუნეებში, მას შემდეგ, რაც  ე.წ. თამარის დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე ძმები ნობელების ინიციატივით ნავთობის საწარმო გაიხსნა, ბათუმის, როგორც საპორტო ქალაქის მნიშვნელობა გაიზარდა .

ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე  მდებარეობს არაერთი ისტორიულ-გეოგრაფიული ღირსშესანიშნაობა.

გონიოს ციხე (II .) 
პეტრა ქაჯეთის ციხე (VI .) 
ვერნევის დარბაზული ეკლესია (XI .) 
თხილვალის დარბაზული ეკლესია (შუა საუკ.) 
სხალთის დარბაზული ეკლესია(XIII .)
ხულოს ციხე (შუა საუკ.)
შუახევის ციხე (შუა საუკ.) 
ასევე ბუნებისა და კულტურის ძეგლები: შუა საუკუნეების თაღოვანი ხიდები (მახუნცეთი, დანდალო, კობალაური, კოკოლეთი, მესხიქედი, ფურტიო, ცხენკანი), ბათუმის ბოტანიკური ბაღი.

 

მედია

რეგიონში მაუწყებლობს ორი რეგიონული ტელევიზია და ერთი რადიო: აჭარის ტელევიზია (www.ajaratv.ge), ტელეარხი-25 (www.tv25.ge) ასევე რადიო აჭარა FM-105.4. http://www.radioajara.ge/?

ბეჭდური მედია: გაზეთები: „აჭარა“http://www.gazetiajara.ge/ „ბათუმელები“www.batumelebi.ge „აჭარა პ.ს“ http://adjaraps.com/  „ჩემი ქობულეთი“ „შუახევი“ და ჟურნალი „ჭოროხი“ . 


კალენდარი

<<
<მაისი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
181234567
19891011121314
2015161718192021
2122232425262728
222930311234
23567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები