აჭარაში ვაქცინაციასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება

26 აგვისტო, 2021

კორონავიურისის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება. ამჯერად, შეხვედრა სასტუმრო "ლე-მერიდიენ“-ის თანამშრომლებთან აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ გამართეს.

ხვედრაზე განთავსების სფეროს წარმომადგენლებს ინფორმაცია მიეწოდათ საქართველოში ვაქცინაციის პროცესის, ვაქცინების წარმომავლობისა და ვაქცინაციის უპირტესობის შესახებ. თინათინ ზოიძემ სასტუმროს პერსონალს აცრისკენ მოუწოდა და ტურისტულ სექტორში ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის გადამდებ დაავადებათა ზედამხედველობის და იმუნოპროფილაქტიკის განყოფილების უფროსი, ნანა ჯინჭარაძე ესწრებოდა.

აჭარაში ვაქცინაციის პროცესი 24 დაწესებულებაში მიმდინარეობს. მათ შორისაა 21 სამედიცინო დაწესებულება, ორი სავაჭრო ცენტრი (მეტროსითი, ბათუმი მოლი) და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. დღეიდან ვაქცინაცია დაიწყო აჭარის სოფლებში. ამჟამად აჭარაში ადმინისტრირებულია 127 850 ვაქცინა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
35303112345
366789101112
3713141516171819
3820212223242526
3927282930123
4045678910

ცხელი ხაზი

995(422)27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები