ესეების კონკურსის შედეგად გამარჯვებულ მოსწავლეებთან შეხვედრა

07 სექტემბერი, 2021

 პეტრას ციხეზე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მაია ხაჯიშვილი ქალაქ ვროცლავიდან ესეების კონკურსის შედეგად გამარჯვებულ მოსწავლეებს შეხვდა.
ესეების კონკურსი, რომელიც ორივე სახელმწიფოში ტარდება მნიშვნელოვანი პროექტია და მასში ასობით ახალგაზრდაა ჩართული. სკოლის მოსწავლეები უკეთ ეცნობიან საქართველოსა და პოლონეთის შესახებ ინფორმაციას, ისტორიას, კულტურას. პოლონეთის მხარემ ესეების კონკურსი სახელწოდებით „ საქართველო ჩემი ოცნების ქვეყანა“ გამოაცხადა და 20 გამარჯვებული ესტუმრა ბათუმს. 
მიმდინარე წელს აჭარიდან იგივე კონკურსის  წესით შეირჩნენ მოსწავლეები და შემოდგომაზე პოლონეთში გაემგზავრებიან.
მინისტრმა ისაუბრა აჭარის რეგიონსა და ქვემო სილეზიის სავოევოდოს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში წლების განმავლობაში განხორციელებული ერთობლივი საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებების, მათი სამომავლო განვითარების შესახებ. 
პოლონელი მოსწავლეებისთვის  საგანმანათლებლო-კულტურული ტურები იმართება.
პოლონელ მოსწავლეებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან და ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3927282930123
4045678910
4111121314151617
4218192021222324
4325262728293031
441234567

ცხელი ხაზი

995(422)27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები