ჩაქვის ძალოსანთა ბაზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

13 სექტემბერი, 2021

ქობულეთში აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ჩაქვის ძალოსანთა სავარჯიშო ბაზის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო და აღნიშნა, რომ ახალი სივრცე სპორტსმენებისთვის, შეჯიბრებისთვის სრულფასოვან მომზადებას უზრუნველყოფს.

,,ჩაქვის ძალოსნობის ახალი დარბაზის მშენებლობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროგრესი ხელშესახებია. უკვე გაისად ვგეგმავთ, რომ დასრულდეს და შევიდეს ექსპლუატაციაში. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ძალოსანს ჰქონდეს ღირსეული პირობები როგორც მოსამზადებლად, ასევე საერთაშორისო შეჯიბრების გამართვის კუთხით. ეს არ არის მხოლოდ ერთი პროექტი, რომელსაც ქობულეთის მუნიციპალიტეტში განვახორციელებთ. ძალიან მალე იგეგმება რაგბის ახალი, თანამედროვე სტანდარტების სტადიონის მშენებლობა და ეს ერთიანად შეკრავს ახალ სპორტულ ეპიცენტრს ჩაქვში და ქობულეთში, როგორც აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ჩაქვის ძალოსნობის სავარჯიშო ბაზის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ბაზის შენობა მოიცავს სავარჯიშო დარბაზს, მოსასვენებელ სივრცეს, საკონფერენციო დარბაზს, ოფისებს და სასტუმრო ზონას. ბაზის შენობა და ყველა სახის ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია შშმ პირებზე.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
35303112345
366789101112
3713141516171819
3820212223242526
3927282930123
4045678910

ცხელი ხაზი

995(422)27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები