ხელვაჩაურში ფერიის ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა

16 სექტემბერი, 2021

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აჭარის განათლების და მეცნიერების მინისტრ მაია ხაჯიშვილთან ერთად ხელვაჩაურში სოფელ ფერიის 430 მოსწავლეზე გათვლილი ახლადაშენებული საჯარო სკოლა დაათვალიერა.

აჭარის მთავრობის დაფინანსებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ფერიის ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარე სასწავლო წლისთვის დასრულდა. მშენებლობის ღირებულებამ 3, 4 მლნ  ლარი შეადგინა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებულ 4 სართულიან სკოლაში ლაბორატორიები, თანამედროვე საბიბლიოთეკო სივრცე, სპორტული და სააქტო დარბაზები განთავსდა. მოეწყო სკოლის ეზო, ინფრასტრუქტურა სრულადაა ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აჭარის მთავრობის გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში, 2021 წელს აჭარაში ახორციელებს 18 საჯარო სკოლისა და სპორტული დარბაზის მშენებლობას, რომელთაგან მიმდინარე წელს 10 სკოლის მშენებლობა დასრულდება. აჭარაში, ასევე, მიმდინარეობს 40 სკოლის რეაბილიტაციის სამუშაოები.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3927282930123
4045678910
4111121314151617
4218192021222324
4325262728293031
441234567

ცხელი ხაზი

995(422)27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები