მინისტრმა ესტონეთის ელჩს უმასპინძლა

28 სექტემბერი, 2021

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ქალბატონ რიინა კალიურანდს და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს  უმასპინძლა.
შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს ესტონეთის მთავრობის მხარდაჭერილი პროექტების აჭარის  რეგიონში მიმდინარეობის შესახებ.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა ესტონეთის საელჩოს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. რეგიონის სკოლების ნაწილი ჩართულია ,,ესტონური მოდელის” დანერგვის პროცესში. ხორციელდება სხვადასხვა აქტივობა განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით. 
მხარეებმა ვრცლად ისაუბრეს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული ახალი საპილოტე პროექტის შესახებ, რომელსაც  აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ესტონეთისა და საქართველოს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად განახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს ქობულეთში ბავშვთა უსაფრთხოების განათლების სისტემის განვითარების მიმართულებით, ესტონეთის გამოცდილების გაზიარებას სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებისა და საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის.
შეხვედრის ფარგლებში დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის სკოლის მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამების დანერგვის საკითხი.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3927282930123
4045678910
4111121314151617
4218192021222324
4325262728293031
441234567

ცხელი ხაზი

995(422)27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები