ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობაზე მემორანდუმი გაფორმდა

28 სექტემბერი, 2021




ბათუმში იწყება უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის განხორციელება, რომელიც ულტრათანამედროვე გასართობ-გამაჯანსაღებელი ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის შექმნასა და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობას მოიცავს. პროექტის პირველი ფაზის განსახორციელებლად 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას კომპანია ამბასადორი განახორციელებს, სადაც 2000 ადამიანი დასაქმდება.

დღეს საინვესტიციო პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ასევე, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აჭარის მთავრობასა და კომპანია ამბასადორს შორის, რომელიც  მხარეების მიერ საინვესტიციო პროექტის განხორციელების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

ბათუმში ,,ამბასადორ აილენდის" პროექტის განხორციელებაზე საქართველოს მთავრობამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო. მთავრობის გადაწყვეტილებით და შესაბამისი განკარგულებით, კომპანიას აღნაგობის უფლებით გადაეცემა  90 ჰა ტერიტორია  მდებარე ქალაქ ბათუმში ბარცხანასა” და „თამარის“ დასახლებაში.

განხორციელდება დეტალური ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომელშიც ჩაერთვებიან საერთაშორისო ექსპერტები და შესაბამისი კვალიფიკაციის ინსტიტუციები.

პროექტი მთლიანად კერძო ინვესტიციით განხორციელდება. პროექტის ფარგლებში აშენდება ახალი თანამედროვე სტანდარტების, კომერციული, გასართობი, სპორტული, საგანმანათლებლო, გამაჯანსაღებელ-სამკურნალო, საცხოვრებელი და ტურისტულ-რეკრეაციული  ინფრასტრუქტურა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
482829301234
49567891011
5012131415161718
5119202122232425
522627282930311
012345678

ცხელი ხაზი

995(422)27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები