2023 წელს ბათუმი World Travel Awards უმასპინძლებს

30 სექტემბერი, 2021

ბათუმში ტურიზმის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტული „World Travel Awards“-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. მსოფლიოში ტურიზმის ოსკარის სახელით ცნობილი ღონისძიების, ევროპის გალა ცერემონიას აჭარა 2023 წელს უმასპინძლებს. ღონისძიების ფარგლებში ბათუმს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტურიზმის ინდუსტრიის წამყვანი კომპანიები, სასტუმროები, ტურსააგენტოები, ბიზნეს და სახელმწიფო ორგანიზაციების, ასევე საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები ეწვევიან.

2023 წლის განმავლობაში ბათუმის, როგორც WORLD TRAVEL AWARDS-ის მასპინძელი ქალაქის პოზიციონირება, ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ ყველა მარკეტინგულ კამპანიაში განხორციელდება. World Travel Awards- ის ყველა დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც ევროპის გარდა სხვა კონტინენტებზეც გაიმართება, ბათუმი ევროპელი პარნტნიორის სტატუსით იქნება მოხსენიებული.

„მსოფლიოს ტურიზმის დაჯილდოების ბათუმში ჩატარება არის სერიოზული განაცხადი ბათუმის, როგორც სანდო, საინტერესო და მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულებისა მსოფლიო ტურისტულ რუკაზე. რა თქმა უნდა, არის უნიკალური შესაძლებლობა გავაცნოთ მილიონზე მეტ ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართულ პირს და 190-ზე მეტ ქვეყანას ჩვენი რეგიონის საინვესტიციო-ტურისტული შესაძლებლობები. ამავდროულად, ეს არის ტურიზმის ღირსეული და საამაყო რესტარტი პანდემიის დასრულებისას,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ.   

„World Travel Awards»-ის ღონისძიება 1993 წლიდან ტარდება. მასზე  ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებშია გადანაწილებული. მათ შორისაა წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები, მიმართულებები, ტუროპერატორები, ასევე  საზღვაო, საგზაო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები.

2019- 2020  წელს, ბათუმმა World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდო, როგორც ევროპის სწრაფად მზარდმა ტურისტულმა მიმართულებამ მოიპოვა. 2023 წელს, ტურიზმის მთავარი მოთამაშეები  ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან კი უკვე ბათუმში WORLD TRAVEL AWARDS- ის ევროპის გალა ცერემონიაზე მოიყრიან თავს, სადაც ევროპის წამყვანი ტურისტული მიმართულებები, ქალაქები და კომპანიები გამოვლინდება. 

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
441234567
45891011121314
4615161718192021
4722232425262728
48293012345
496789101112

ცხელი ხაზი

995(422)27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები