ბათუმსა და ქობულეთში არსებული არასტანდარტული ნაგავსაყრელების დახურვა იწყება

29 სექტემბერი, 2021

აჭარაში ნარჩენების მართვის პირველი თანამედროვე სტანდარტების ობიექტის მშენებლობა უკვე დასრულდა. პროექტი სრულფასოვნად გადაჭრის ათწლეულების განმავლობაში ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე არსებულ  უკანონო და გარემოსთან შეუსაბამო ნაგავსაყრელების პრობლემას.

ახალი  ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე მოეწყო გაზის ექსტრაქციის სისტემა, რომლის ფარგლებში განთავსდა თბოელექტროსადგური, საიდანაც 2,0 მგვტ-მდე ელექტროენერგიის მიღება  იქნება შესაძლებელი.

მყარი ნარჩენების მართვის ობიექტი დაფინანსებულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ და მისი ღირებულება 7 მლნ ევროს შეადგენს.

ბათუმსა და ქობულეთში არსებული არასტანდარტული ნაგავსაყრელების დახურვა იწყება. ნაგავსაყრელები ევროსტანდარტების შესაბამისად დაიხურება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3927282930123
4045678910
4111121314151617
4218192021222324
4325262728293031
441234567

ცხელი ხაზი

995(422)27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები